სხვა

12:41 | 15.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტრაბზონში გამოცდილების გაზიარებისთვის

როგორც სპორტის ქართველ ქომაგთათვის არის ცნობილი, 2015 წელს, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, ხოლო წლეულს ზაფხულში, ანალოგიურ შეჯიბრს თურქეთის ქალაქი ტრაბზონი უმასპინძლებს.
 აღნიშულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი არჩილ გეგენავა და სხვა პირები თურქეთში გაემგზავრნენ.
ქართული დელეგაცია 3-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერებს ტრაბზონის სპორტულ ბაზებს, ოლიმპიურ სოფელს და თამაშებისათვის მნიშვნელოვან სხვა ობიექტებს.
“ტრაბზონი 2011”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებთან მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება, რათა საქართველომ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმს ღირსეულად უმასპინძლოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078715