თურქული “ტრაბზონსფორი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და მთავარ სამიზნედ ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ჰყავს შერჩეული. ამის შესახებ Fanatik-ი იუწყება.
რამდენიმე დღის წინათ, ტრაბზონელებმა გუნდის თავკაცი მუსტაფა აკჩაი დაითხოვეს. თავის მხრივ, ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემიდან” დათხოვნის შემდეგ უმუშევარია და რამდენიმე კლუბის წინადადებას განიხილავს.
“ტრაბზონსფორი” 36 წლის ვილაშ-ბოაშთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო შერმინტორ !!! ბარსელონაც უნდა ჩატენო კალათში