ფეხბურთი

11:08 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტრაბზონსფორი” ცარიელი ტრიბუნებით დასაჯეს

 

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ტრაბზონსფორს” უახლოესი ექვსი საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარება მიესაჯა. მკაცრი სანქცია თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა – “ტრაბზონსფორის” ქომაგების საქციელის გამო “ფენერბახჩესთან” შეხვედრა პირველ ტაიმში ორჯერ შეჩერდა. შესვენების შემდეგ კი, მას მერე, რაც “ფენერბახჩეს” ფეხბურთელების წინააღმდეგ აგრესიამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში 24 ტურის შემდეგ “ტრაბზონსფორი” 34 ქულით მე-7 ადგილზეა.

0.178337