ფეხბურთი

13:44 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოხირი კმაყოფილია, მაგრამ მაცარის გაშვებაზე მაინც ფიქრობს

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოხირმა ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში მიანიშნა, რომ გამორიცხული არაა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ თანამდებობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

“არავის არ აქვს მყარი გარანტია, რომ მომავალ სეზონშიც “ინტერის” წევრი იქნება. მათ შორის, არც მაცარის. რა თქმა უნდა არსებობს ნდობის მანდატი, მაგრამ ამასთან, შედეგზე პასუხისმგებლობის მომენტიც არ უნდა დავივიწყოთ. ამ ეტაპზე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ყველაფერი რიგზე იქნება” – განაცხადა ერიკ ტოხირმა.

სერია A-ში, 29 ტურის შემდეგ “ინტერი” 47 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან “ფიორენტინას” 4 ქულით ჩამორჩება.

0.117593