მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოხირი კლუბის კეთილდღეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
ინდონეზიელი ბიზნესმენი თანხის დიდ ნაწილს ვალების გასტუმრებას მოახმარს. საგულისხმოა, რომ ეს ვალები “ნერაძურიმ” ჯერ კიდევ მასიმო მორატის პრეზიდენტობისას დაიდო. დარჩენილი თანხით, მილანელები სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებენ და შემადგენლობის გაძლიერებას ეცდებიან.
სამომავლოდ, “ინტერის” მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაა.