ფეხბურთი

23:02 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

თოვლიანობის გამო ეროვნულ ჩემპიონატში სამი მატჩი გადაიდო

ოთხშაბათ-ხუთშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩები უნდა გამართულიყო, თუმცა დასავლეთში უცებ მოსულმა უხვმა თოვლმა თავისი “წვლილი” შეიტანა განრიგში. სამი თამაში: “დინამო” – გურია”, “სიონი” – “ზუგდიდი” და “მერანი” – ვიტ ჯორჯია” გადაიდო.

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი)

4 დეკემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებული: მიხაილ გორელიშვილი (“დილა”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვადაჭკორია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია. ორივეს 22-22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში 4-5 ადგილებს იყოფენ, ამიტომ ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს. მით უმეტეს, რომ პირველ წრეში გორელებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს რუსთაველებს და ცხადია, მასპინძლებს რევანშის სურვილი ექნებათ. ოთხშაბათის მატჩს მოწინააღმდეგეები განსხვავებული განწყობით ხვდებიან, წინა ტურში “დილამ” “ტორპედო” 3:0 დაამარცხა და ერთობ გააზრებული ფეხბურთიც ითამაშა, “მეტალურგი” კი სტუმრად “ზესტაფონთან” დამარცხდა.

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი - გადაიდო

თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ს. სპიცინი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) - გადაიდო

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ლ. თოდრია, კ. ტეფნაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) - გადაიდო

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: დორინ გოგა (“დინამო”); კობა შალამბერიძე (“გურია”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

4 დეკემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, ზ. ერქვანია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

ახალი (ძველი) მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თაოსნობით “ზესტაფონი” ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება, “ჩიხურა” კი “დინამოს” ფეხდაფეხ მისდევს, გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიას” 3:0 მოუგო და მარგველებთანაც არაფერს დათმობს.   

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

5 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: მათე ცინცაძე (“ტორპედო”); ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:0

“ტორპედომ” ზედიზედ 5 თამაში წააგო და...

 

1      დინამო (თბ)      14           10           3           1           34:11           33         
2 ჩიხურა       14 9 2 3 31:20 29
3 გურია        14 8 0 6 16:18 24
4 დილა        14 6 4 4 20:14 22
5 მეტალურგი  14 6 4 4 20:19 22
6 ზესტაფონი   14 6 3 5 16:11 19
7 ტორპედო        14 5 4 5 17:15 19
8 სიონი  14 5 4 5 18:18 19
9 ვიტ ჯორჯია                                                14 4 3 7 17:22 15
10 მერანი        14 4 1 9 13:28 13
11 სპარტაკი    14 3 1 10 11:23 10
12 ზუგდიდი    14 1 5 8 5:19 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

0.115871