ფეხბურთი

10:43 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტისა და როსის ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვთ

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ფრანჩესკო ტოტისა და ჯუზეპე როსის წაყვანას არ გამორიცხავს. იტალიელის თქმით, მთავარია, როგორ სეზონს ჩაატარებენ ხსენებული ფეხბურთელები.

“შესაძლოა თუ არა, ტოტის მუნდიალზე წასვლა? ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი ყველა ფეხბურთელს აქვს. რაც შეეხება ჯუზეპე როსის, შესაძლოა, ის ჩვენი გუნდისთვის ბონუსი გახდეს. ამისათვის, მთავარია, მომდევნო თვეში მუხჩლაუხრელად იმუშავოს”, - უთხრა პრანდელიმ Sky Italia-ს.

მოგეხსენებათ, როსი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოედანს წლეულს დაუბრუნდა.

 

0.114005