ფეხბურთი

11:52 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის ამერიკა არ აინტერესებს

იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი MLS-ში თამაშს არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი იტალიელის ხილვა “მონრეალ იმპექტს” სურდა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

“გავუყვები თუ არა დი ვაიოს გზას და ვითამაშებ ამერიკაში? მარკომ თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ მე ასე არ ვაპირებ. “რომასთან” კონტრაქტი მაკავშირებს და მას დიდი პატივისცემით ვეპყრობი. დი ვაიომ მითხრა, რომ კანადაში ბედნიერია. მისთვის მხოლოდ მილოცვა შემიძლია”, - განუცხადა ტოტიმ Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ ტოტი რომაელთა ღირსებას 1992 წლიდან იცავს.

 

თეგებირომატოტი
0.112725