ფეხბურთი

12:20 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: “რომაში” დავიბადე და “რომაშივე” მოვკვდები

“რომას” კაპიტანსა და სიმბოლოს ფრანჩესკო ტოტის კლუბისადმი ერთგულებასა და სიყვარულზე აქამდეც არაერთგზის უსაუბრია ჟურნალისტებთან. ამ დღეებში კი 37 წლის თავდამსხმელმა ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ “რომას” ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

“ვფიქრობ, დიდი ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. მინდა ჩემს უსაყვარლეს კლუბს სარგებელი კიდევ მოვუტანო. “რომაში” თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი. ეს ყველამ კარგად იცის. აქ დავიბადე და აქვე მოვკვდები” – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელიც “რომას” პირველ გუნდში 1993 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 537 მატჩში 227 გოლი მიითვალა.

0.115105