ფეხბურთი

20:00 | 29.08.2014 | ნანახია 615 - ჯერ

“ტოტენჰემს” უელბეკის არენდა უნდა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” 23 წლის შემტევს, დანი უელბეკს კარიერის “ტოტენჰემში” გაგრძელების შანსი აქვს.

გავრცელებული ინფორამციით, უელბეკი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლის გაშვებასაც “მანჩესტერი” გეგმავს. Sky Sports-ის ცნობით, “წითელ ეშმაკებთან” მოლაპარაკებებს “ტოტენჰემი” აწარმოებს, რომელსაც ფეხბურთელის არენდით აყვანა სურს.

ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” გარდა, უელბეკის დამატებით დაინტერესებულნი “ნიუკასლი”, “სანდერლენდი” და “ჰალიც” არიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.117963
615