ფეხბურთი

18:18 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” თაუნსენდი უბრუნდება

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ანდროს თაუნსენდი გამოჯანმრთელდა და ის სათამაშოდ მზადაა.

თაუნსენდმა ტრავმა გასული წლის 18 დეკემბერს, “ვესტ ჰემთან” გამართულ სათასო მატჩში მიიღო. მას შემდეგ, მან გუნდის 6 თამაში გამოტოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელი სათამაშოდ უკვე მზადაა.

“თაუნსენდმა სეზონი კარგად დაიწყო და მოხარულნი ვართ, რომ ის კვლავ ჩვენს განკარგულებაშია.” – აცხადებს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი.

ანდროს თაუნსენდმა, მიმდინარე სეზონში, 18 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.119606