ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად კლუბის ყოფილი ნახევარმცველი ტიმ შერვუდი დაინიშნა. ამ დრომდე მას გუნდის სტრუქტურაში ტექნიკური კოორდინატორის პოსტი ეკავა.
შერვუდის თანაშემწეები კრის რემზი და ლეს ფერდინანდი იქნებიან. ეს სამეული ლონდონელთა სათავეში მანამდე იქნება, სანამ “ტოტენჰემი” ახალ მთავარ მწვრთნელს მოიძიებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა უწინდელ დამრიგებელ ანდრე ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.