“საუთჰემპტონის” ექს-თავკაცი მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ლონდონური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, 42 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი.
გასულ სეზონში პოჩეტინოს ხელმძღვანელობით, “საუთჰემპტონმა” საუკეთესო შედეგი აჩვენა და პრემიერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა.
“ტოტენჰემი” შესანიშნავი ისტორიის მქონე კლუბია და ჩემთვის მისი გაწვრთნა დიდი პატივია. აქ ტოპ-კლასის ბევრი მოთამაშეა და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი”, - განაცხადა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ტიმ შერვუდი გაანთავისუფლა, რომელმაც თავის მხრივ მანამდე ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი სათაურია გაუპატიურება დაუპირა და არ დანებდა
არ დანებდა კიარადა ეს ვესტერმანი ხიზანიშვილზე საშინელი მცველი თუ არ იყოს კიდე რა და ის დჯურუ ვაბშე საზიზღრობაა