ფეხბურთი

11:19 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” ეტოო სურს

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდ სამუელ ეტოოს ახალი მსურველი გამოუჩნდა. 33 წლის კამერუნელი ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება და მხარეები კონტრაქტის განახლებას არ აპირებენ.

Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეტოოს შეძენა “ტოტენჰემს” სურს. შეგახსენებთ, აქამდე ბრიტანული გამოცემები “იუვენტუსისა” და “გუანჯოუს” ვარიანტების შესახებ წერდნენ.

2013/14 წლების სეზონში სამუელ ეტოომ პრემიერლიგაში 21 თამაში ჩაატარა და თავი 9 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.117939