ფეხბურთი

14:22 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" ჩიჩარიტოც მოუნდა

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემის" მწვრთნელ ანდრე ვილაშ ბოაშს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენა სურს. "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელს 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად დათმობენ.

დევიდ მოიესის ფორმაციის გუნდში, ჩიჩარიტოს ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია და არც ფეხბურთელი იქნება წინააღმდეგი "ტოტენჰემს" შეუერთდეს. "მანჩესტერის" შოტლანდიელ მწვრთნელს კი სურს, სწრაფად გაირკვეს 25 წლის ფეხბურთელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი, რათა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი შემცვლელი მოძებნოს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" ჩიჩარიტო 2010 წელს, "გვადალახარადან" 7.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

გიორგი ბალახაძე 

0.116482