ლონდონის “ტოტენჰემი” “ფულემის” ვეტერანი ფორვარდის – დიმიტარ ბერბატოვის შეძენითაა დაინტერესებული. The Telegraph-ის ცნობით, ლონდონელები ბულგარელში 1.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
საგულისხმოა, რომ თავდამსხმელს “ფულემთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და უკვე შეუძლია, ახალი კლუბი ეძებოს. “ტოტენჰემი” “ფულემს” ფინანსურ მოგებას სთავაზობს და იანვარში გაყიდვას ურჩევს.
შეგახსენებთ, რომ ბერბატოვს “ტოტენჰემში” რამდენიმე სეზონის აქვს ჩატარებული, 2008 წელს კი, ლონდონი დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა.