ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მადრიდის “რეალის” მესაჭის – კარლო ანჩელოტის ხილვა სურს. ამის შესახებ “ტელეგრაფი” იუწყება.
პრობლემა ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტი მაღალ ანაზღაურებას ითხოვს და ლონდონელები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თუკი “ტოტენჰემი” ანჩელოტის ვერ შეუთანხმდება, ლონდონელები “საუტჰემპტონის” თავკაც მაურისიო პოჩეტინოზე გადაერთვებიან.