ფეხბურთი

13:33 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ვილაშ-ბოაშის შემცვლელის კანდიდატები მოინიშნა: ლუის ენრიკე, კაპელო, იაკინი

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ იმ კანდიდატთა სია ჩამოწერა, რომლებმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, ანდრე ვილაშ-ბოაში ჩაანაცვლონ. ლუის ენრიკეზე და ფაბიო კაპელოზე უკვე ვწერდით, ახლა ახალი კანდიდატურაც გამოჩნდა.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, “ტოტენჰემმა” მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, 20 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. ამასთან, გასულ ტურში ლონდონელები “მანჩესტერ სიტიმ” 6:0 გაანადგურა და თუ მომავალ ტურში ისინი “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” დამარცხდებიან, დიდი ალბათობით 36 წლის პორტუგალიელი უმუშევარი დარჩება.

The Telegraph-ის ვარაუდით, იმ ფაქტმა, რომ ვილაშ-ბოაში ზაფხულში პსჟ-სთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მას გუნდის თავკაც დანიელ ლევისთან ურთიერთობა გაუფუჭა და თანამდებობიდან დათხოვნის დამატებითი მიზეზი ესეც უნდა იყოს.

ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელმაც შესაძლოა, “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ჩაანაცვლოს, ეს “ბაზელის” თავკაცი მურატ იაკინია. გასულ კვირაში კლუბის სპორტული დირექტორი, ფრანკო ბალდინი შვეიცარიაში იმყოფებოდა და თამაში, რომელშიც “ბაზელმა” “ჩელსი” 1:0 დაამარცხა ცოცხლად იხილა. ეს გუნდი შვეიცარიის ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 1/16-ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

 

0.110821