ფეხბურთი

21:05 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” თვალი მბაიე ნიანგს დაადგა

ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თვალი “მილანის” ახალგაზრდა თავდამსხმელს, მბაიე ნიანგს დაადგა.

18 წლის ფეხბურთელმა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მისმა გუნდმა ორივე ეს შეხვედრა წააგო.

თუ ინგლისურ გამოცემა Metro-ს დავუჯერებთ, “ტოტენჰემი” აპირებს ზამთარში ჯერმეინ დეფო გუნდიდან გაუშვას და ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელს რობერტო სოლდადოს რეზერვისტობა შესთავაზოს. საკითხავია, მოვლენების ასეთი განვითარება რამდენად აწყობს “მილანს”. როგორც ცნობილია, “როსონერი” აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებს და ნიანგი სწორედ ასეთია.

0.124461