ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ 45 წლის ტიმ შერვუდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.
“შერვუდთან 18-თვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ჩავდეთ პუნქტი, რომლის ძალითაც მისი დათხოვნა სეზონის ბოლოს შეგვეძლო. სწორედ ეს გამოვიყენეთ”, - განაცხადა “ტოტენჰემის” პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ.
შეგახსენებთ, რომ შერვუდმა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით, “ტოტენჰემმა” ინგლისის პრემიერლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.