ფეხბურთი

23:24 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონი” მაინც გატეხა

“ტოტენჰემს” საკმაოდ მძიმე კვირა ჰქონდა. შინ “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ (0:5) ანდრე ვილაშ-ბოაშს კარებისკენ მიუთითეს და დროებით დამრიგებლად “დეზების” ყოფილი მოთამაშე ტიმ შერვუდი დანიშნეს. პირველად მან “დეზები” შუა კვირაში ლიგის თასის მატჩში გაიყვანა მინდორზე და “ვესტ ჰემთან” დამარცხდა (1:2), პრემიერლიგური დებიუტი კი წარმატებული გამოდგა. მართალია, ლონდონელები თავიდან აგებდნენ “საუთჰემპტონთან”, მაგრამ ნელ-ნელა დაალაგეს თამაში და გაიმარჯვეს. დუბლი მიითვალა ტოგოელმა ემანუელ ადებაიორმა, რომელიც აქამდე ძირითადში არცთუ ხშირად ჩნდებოდა.

რამდენ ხანს დარჩება შერვუდი “ტოტენჰემის” საჭესთან არავინ იცის. მით უმეტეს, რომ გუნდში მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვეს გლენ ჰოდლმა, ლუის ვან გაალმა, კარლუშ კეირუშმა და მურატ იაკინმა. კლუბის დატოვება უნდოდა სპორტულ დირექტორ ფრანკო ბალდინისაც, რომლის რეკომენდაციითაც განხორცილდა ზაფხულის, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უხეირო ტრანსფერები. თუმცა, ჯერ-ჯერობით ამ მხრივ ახალი არაფერია.

“საუთჰემპტონი” კი ბოლო დროს “გადამწვარს” ჰგავს. ცოტა ხნის წინათ ლიდერებში იდგა, მაგრამ ბოლო 4 ტურში ძალიან ცუდად ითამაშა და “ტოტენჰემთანაც” იგივე დაემათა.

Kკვირის მეორე მატჩში კი “სუონსიმ” “ევერტონს” უმასპინძლა და 1:2 წააგო. რობერტო მარტინესმა თავის ყოფილ გუნდს მოუგო. მარტინესი “სუონსიში” 2003-06 წლებში მუშაობდა.

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 2:3 (1:1)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 455

საუთჰემპტონი: გასანიგა, ჰუიველდი, ფოქსი (გალახერი 78), ლოვერნი, დევისი (რამირესი  69), ლალანა, კორკი (უარდ-პროუსი 63), შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ტოტენჰემი: ლორისი, დაუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი, დემბელე (ბენტალები 50), სიგურდსონი, ერიკსენი, ადებაიორი, სოლდადო (დეფო 85), ლამელლა (შადლი 61)

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 ლალანა (13), 1:1 ადებაიორი (25), 1:2 ჰუიველდი (ს.კ. 54), 2:2 ლამბერტი (59), 2:3 ადებაიორი (64)

გაფრთხილება: უარდ-პროუსი (67); სიგურდსონი (39)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 5(6)-3(10), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 0-3

 

სუონსი – ევერტონი 1:2 (0:0)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 695

სუონსი: ტრემელი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი (პოსუელო 86), რუტლიჯი (ლამა 66), შელვი, პაბლო ერნანდესი, კანიასი, ბონი (ალვარო ვასკესი 75)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ოვიედო, პინაარი (ნეისმიტი 78), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი, მირალასი (ოსმანი 78), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 კოულმენი (66), 1:1 ოვიედო (ს,კ. 70), 1:2 ბარკლი (84)

გაფრთხილება: დევისი (83)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 3(7)-4(5), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-2

 

მეგოლეები:

19 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

9 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (“სიტი”)

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.121373