ფეხბურთი

12:50 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” სანდრო 15 მილიონად შეაფასა

ლონდონის “ტოტენჰემი” ნახევარმცველ სანდროში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. ამის შესახებ ლონდონური გამოცემები იუწყებიან.

25 წლის ბრაზილიელის შეძენა “ნაპოლის” სურს. ნეაპოლელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად სანდროს განიხილავს. ჯერჯერობით, იტალიელები ნახევარმცველში მხოლოდ 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, სანდრომ “ტოტენჰემის” მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

 

თეგებისანდრო
0.120571