ლონდონის “ტოტენჰემი” ეტიენ კაპუეს გასაყიდად მზადაა, მაგრამ თავისი პირობები აქვს. ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისელები ფრანგის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვენ.
ნახევარმცველისადმი ყველაზე დიდ ინტერესს “ნაპოლი” იჩენს და როგორც ირკვევა, კლუბები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან. ერთადერთი, რაც შესათანხმებელი დარჩა, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაა.
ჯერჯერობით, “ნაპოლი” კაპუეში 11 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად, მაგრამ დიდი ალბათობით, მხარეები უახლოეს პერიოდში მორიგდებიან.