ფეხბურთი

13:05 | 14.08.2014 | ნანახია 1125 - ჯერ

“ტოტენჰემმა” იედლინი გაიფორმა

“სიეტლ საუნდერსის” 21 წლის მარჯვენა მცველი დეანდრე იედლინი ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია, “მამლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

იედლინმა “დეზებთან” ოთხწლიანი კონტაქტი გააფორმა, თუმცა ერთ სეზონს მშობლიურ კლუბში გაატარებს და ინგლისში მომდევნო წელს გადავა სათამაშოდ.
იედლინი “სიეტლის” ძირითად გუნდში 2013 წელს გამოჩნდა. ამ დროის მანძილზე 45 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. ამერიკის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და 7 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზეც. 

ირაკლი ალიმბარაშვილი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 14.08.2014
El Fenomeno (2082)

გუშინ წერდა ვიღაცა დინამომ დაიმატოსო )

ნუ კარგი იქნებოდა დამატება მაგრამ ეს დინამოში ჩამომსვლელს გავს?

17:47 | 14.08.2014
akhali (10761)

)))მე ვწერდი...მაგრამ იმის შანსი,რომ მუნდიალზე თამაშის სემდეგ დინამოში გადმოვიდოდა ნოლის ტოლი ა....
მხედველობაში მქონდა,რომ უნდა ეძებო...სკაუტებია საჭირო.მაგ.პორტო

13:16 | 14.08.2014
dpj-001 (1572)

ეს მაგრად შემოვიდა მსოფლიოზე და აქამდეც მეგონა რომელიმე გუნდი წაიყვანდა

0.115559