ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქემ, ლონდონის “ტოტენჰემმა”, 25 წლის ფრანგი მცველი ეტიენ კაპუე გადაიბირა. “გვიხარია, რომ ფრანგულ “ტულუზასთან” ეტიენ კაპუეს შესახებ მოვილაპარაკეთ. საფრანგეთის ნაკრების უკანახეზლმა, “ტულუზას” შემადგენლობაში 174 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 2012 წელს, უგო ლორისთან ერთად, ქვეყნის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დაცვის გარდა, მას ასევე კარგად შეუძლია ნახევარდაცვის ცენტრში თამაში. თავის დროზე კი, საფრანგეთის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებშიც გამოდიოდა”, – წერს “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდი.