ფეხბურთი

18:47 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” დეფოს ფასი დაადო

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო, დიდი ალბათობით, ლონდონის “ტოტენჰემს” დატოვებს. ამის შესახებ, გამოცემა The Times-ი იუწყება.

ლონდონელთა ხელმძღვანელობამ გადწყვიტა, 31 წლის ფორვარდს დაემშვიდობოს და მის ტრანსფერს 6,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

დეფოს შეძენის მთავარი პრეტენდენტი “ქუინზ პარკ რეინჯერსია”, რომელიც ინგლისის ჩემპიონლიგაში გამოდის.

მიმდინარე სეზონში, დეფომ “ტოტენჰემის” პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.118279