ლონდონის “ტოტენჰემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის ბელგიელი შემტევი ნასერ ჩადლი კარიერას ინგლისურ კლუბში განაგრძობს.
გარიგების დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემი” “ტვენტეს” 7 მილიონ ევროს გადაუხდის.
ნასერ ჩადლი “ტვენტეში” 2010-13 წლებში თამაშობდა. ერედივიზიონში ჩატარებულ 80 მატჩში მან 21 გოლი გაიტანა.