ფეხბურთი

13:45 | 21.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“ტოტენჰემმა” ბეილი 100 მილიონად შეაფასა

 

ლონდონის “ტოტენჰემის” პრეზიდენტი დენიელ ლევი გუნდის მთავარ ვარსკვლავ გარეტ ბეილს მხოლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმობს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

თუკი უელსელის მსურველი კლუბი ლონდონელთა მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდის, სარეკორდო ტრანსფერის მომსწრენი გავხდებით. სადღეისოდ, ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კრიშტიანუ რონალდუს უკავშირდება, რომლის სანაცვლოდაც, მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” 94 მილიონი ევრო გადაუხადა.

თავის მხრივ, ბეილი აცხადებს, რომ “ტოტენჰემში” იმ შემთხვევაში დარჩება, თუ უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება ყოველწლიურად ექნება.

ცნობისათვის, უელსელს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 27.08.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია

15:26 | 26.08.2019
მესიიიიი (1971)

გრიზის იმედი მქონდა,ვწერდი კიდეც,რომ მისი გოლებით უნდა მოგვეგო და ძაააან გამიხარდა "გრიზი შოუ" რომ ვნახე. ფატი მომავალი ეტოა, ჯერ ადრეა შედარება,მაგრამ უმაგრესი მონაცამები აქვს და სწორად უნდა განვითარდეს. პერესიც ძაააააან მაგარია, ნუ ჯერ ხერარდ პიკე ბერნაბეუ აწიოკებდა სამეფო მონებს "ბერნალეოზე", ახლა პერესი დააწიოკებს "ლეგენდარული პრეზიდენტის" სახელობის სტადიონს თუ არა, მის რომელიმე მონაკვეთს მაინც:დდდდდდდდდდდდდ
საუკუნის ტალანტი უკეთესი იყო,ვიდრე ბასკეთში, მალე ვნახავთ მის სრულ პოტენციალს.
მეჩვენება თუ ტიკი-ტაკას "რაღაც ელემენტებს" აბრუნებს "ბილბაო"? "შეუბერეს" მწორე ტაიმში და შედეგიც ვნახეთ.

P.S. Messi_G.O.A.T.

15:04 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

1941/42 წლები არ ითვლება. იმ დროს ცოტათი უფროსები უკვე ომში იყვნენ, რა ეფეხბურთებოდათ ?

14:35 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ბეტისის შემადგენლობა არათუ ხელწამოსაკრავი, არამედ მაგარია და ასე თავდასხმის არ მქონე ბარსელონასთან როგორ წააგეს.

15:02 | 26.08.2019
irakli111 (373)

შესაძლოა ბარსელონაა ძალიან ძლიერი წელს

14:51 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

არა ხელწამოსაკრავი.

0.065527