“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ უარყო ინფორმაცია, მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე იტალიური და ბრიტანული სპორტული გამოცემები ბოლო დროს აქტიურად ალაპარაკდნენ. რამდენიმე წყაროს ცნობით კი მხარეებმა უკვე წინასწარ მოილაპარაკეს კიდეც და სპეციალისტი ახალ საქმეს ზაფხულიდან შეუდგება.
მასიმილიანო ალეგრი ბოლოს “მილანს” წვრთნიდა და უმუშევარი იანვარში დარჩა.