“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, მოსკოვის “ცსკა”-ს ნახევარმცველ კეისუკე ჰონდათი დაინტერესდა. იაპონელ ლეგიონერს, რუსულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 31 დეკემბერს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადასვლა, უკვე გადაწყვეტილი აქვს. მსურველებიც საკმაოდ ჰყავს და სავარაუდოდ, არჩევანს ყველაზე სარფიან ვარიანტზე შეაჩერებს.
ევროპული სააგენტოები, ჰონდას მსურველ კლუბთა შორის ყველაზე ხშირად “იუვენტუსს”, “მონაკოს”, “ლივერპულსა” და “მილანს” ასახელებენ. ჯერ არსად დაწერილა, რამდენს სთავაზობენ იაპონელ ნახევარმცველს ეს გუნდები. “ტოტენჰემი” კი მზადაა, კვირაში 70 ათასი დოლარი გადაიხადოს.