ლონდონის “ტოტენჰემის” გულშემატკივრები, კლუბის პრეზიდენტ დანიელ ლევისგან, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანდრე ვილაშ-ბოაშის დათხოვნის მიზეზებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას და კლუბის სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას ითხოვენ.
წარუმატებელი სერიის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, “ტოტენჰემი” პორტუგალიელ სპეციალისტს ორშაბათს დაემშვიდობა და მის ნაცვლად ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალისტთა მთელი კოჰორტა დაინიშნა, რომელშიც ტიმ შერვუდი, კრის რემსი და ლეს ფერდინანდი შედიან. მიუხედავად ასეთი გადაადგილებისა, 18 დეკემბერს გუნდი საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემთან” 1:2 დამარცხდა და ლიგის თასის გათამაშებას დაემშვიდობა.
“ორშაბათს დილით ვილაშ-ბოაშის წასვლისა და ლიგის თასზე გუნდის “ვესტ ჰემთან” მარცხის შემდეგ, “ტოტენჰემის” გულშემატკივრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დანიელ ლევისგან მოისმინონ ის მიზეზები, ის რის გამოც პორტუგალიელი სპეციალისტი დაითხოვა და ასევე, გაიგონ როგორი იქნება კლუბის სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, გულშემატკივართა იმედგაცრუებისა და გაღიზიანების ფონზე, ჩვენი მოთხოვნა სრულებით გამართლებულია” - წერია გულშემატკივართა განცხადებაში, რომელიც Sky Sports-მა გამოაქვეყნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატურის ძიებას განაგრძობს. შესაძლო მთავარ მწვრთნელთა შორის ჰოლანდიელები - ფრანკ დე ბური, გუს ჰიდინკი და რონალდ კუმანი სახელდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ფეხბურთელები მისი სურვილისდა წინააღმდეგ მიუყვანეს, მაშინ ვერც მოსთხოვენ შედეგს....
მე მახსოვს მაგისი პორტუ, ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებდა...
სხვათა შორის, როდესაც გუნდის მეპატრონე ან პრეზიდენტი ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას მწვრთნელთან შეუთანხმებლად აწარმოებს და მწვრთნელს მწვრთნელზე ცვლის, დიდი ალბათობით მოიგებს რას??? სამში გრძელს...
ეს მაგარი ყ კაცია
სწორია გულსემატკივრები და აბრამას სიკეთის არ იყოს თუ რ მოიშალა ტოტენჰემის პატრონმა მწვრთნელის კითხვის გარეშე ფეხბურთელების მოყვანა,შორს ვერ წავლენ,ყველაზე მეტად ეგ არ მიყვარს,რომ არ იციან ვინ რა საქმე უნდა აკეთოს კლუბში,ბარემ მწვრთნელის აზრი თუ მაინც არ აინტერესებს თვითონ დადგეს მწვრთნელად,ეჰ ბოაშმა დიდი შეცდომა დაუშვა როცა ასეთი რამ გააკეთა პატრონმა მაშინ არ წავიდა კლუბიდან თავისი ნებით თორე დღეს უფრო მაგარ გუნდში იქნებოდა
იქნებოდა ერთია რას იზავდა მეორე
ბევრ რამეს,კაცი რომელიც ბაიერნში,ბარსაში და რეალში განიხილებოდა მწვრთნელის თანამდებობაზე მის ნიჭს რომ ხედავენ იმის გამო უნდოდათ და ტოტე რომ ჩაიბარა 2 ლიდერი წასული იყო,დეფო,ადებაიორი მაზილები ჰყავდა და გუნდი მშვენივრად თამაშობდა,მის მერე აირია სიტუაცია რაც ევროპა ლიგაზე დაემტვრა ფეხბურთელები და ისიც არ დაგავიწყდეს რომ ბეილი მის ხელში გაიხსნა,პორტოშიც კი ჰალკი,ფალკაო და სხვები მის ხელში გახდნენ ვარსკვლავები და ბოაშის პორტო დაფრინავდა ისე თამაშობდა მერე ბეილი გაუყიდეს,6 დან 5 ფეხბურთელი არ უნდოდა ისეთი მოუყვანეს,ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას პაულინიო,სოლდადო,ჩადლი და სხვები მაგრები იყვნენ კლუბშიო მაგრამ ბევრია მაგარი ფეხბურთელი მაგრამ კონკრეტულად მწვრთნელს რომელი ჭირდება ისაა საქმე,შეიძლება ვარსკვლვებით გაავსო გუნდი მაგრამ შედეგი არ გქონდეს,მწვრთნელი იმიტომაც არსებობს რომ მას აქვს თავისი შეხედულება და ტაქტიკა და ის ხედავს სად რა და ვინ ჭირდება,როცა მწვრთნელს იკიდებ ასეთი შედეგი არ უნდა გაგიკვირდეს,იგივე აბრამამ რამდენი მწვრთნელი შეიცვალა რა ჰიდინკს,ანჩელოტის,სკოლარს,ბენიტესს დონე დაეწუნება?მაგრამ აბრამას ხელში ვერ გააკეთეს ის რაც უნდოდათ აბრამა წყვიტავდა ვინ უნდა მოეყვანათ გუნდში
მაგ გუნდებში რო განიხილებოდა მაგიტო გააკეთებს ბევრ რამეს? იყო ჩელსიში რა გაააკეთა ნაპოლს ვერ გაცდებოდა რო არ დაენიშნათ ის მეორე, მერე სად მიდიოდა ვინ იკითხავდა მაგის მომავალს რას იზავს მერეო, პორტუს დონეა და იმიტო ქაჩავდა იქ მარა აქაც ვერ გაქაჩა , მეორეა იქ სხვა ფეხბურთია საერთოდ იგივე ფეხბურთელზე რამდენია საშუალო დონეში სახეს რო იხევს და გრანდში ქრება , მასეც არაა ვინც უნდოდა მოუყვანეს , აბა ვინ უნდოდა მესი? თუ რონალდო, დღეს ეგ ფეხბურთელები ბევრის მიზანი იყო მარა გუნდი ვერ გაქაჩა 0-5 ს რო წააგებ გუნდთან რომელსაც ჰალი სახეს ახევს მერე რა რო ლივერპულია სახელია მარტო? მასე ყავდა მილანს სამასი კაცი დამტვრეული მარა ალეგრია ხო ფალოსია მარა ლიგაზე მაინც გაიყვანა წელს პროსტა ვაფშე ფალოსი გახდა, დღეს გუნდები ისეთ ფულს დებენ და ახლო მიზანთან არის ყველა ცდილობს რო შედეგი მალე მოვიდეს და არა ის უყურე მომავალში რას იზავს ან თუ იზავს საერთოდ
მესის მოყვანა რა შუაში არის,მასე მანჯუკიჩი მოიყვანა ბაიერნმა და მასზე წინ რამდენი ფორვარდია მსოფლიოში?მარტო სახელს არ აქვს მნიშვნელობა ვინები არიან და ვის უნდა,ჰაინკესმა მანჯუკიჩი ჩათვალა საჭიროდ და მიუყვანეს ასე რომ რაღაც სახელი აქვს და სოლდადოა იმიას არ ნიშნავს რომ ყველას უნდა ან ყველა მწვრთნელის გეგმაშია,მას ლეანდრო დამიაო სურდა და ესეგი მის გეგმებში ეგ შედიოდა აი მაშინ რომ არ გაემართლებინა როცა მისი არჩეული ფეხბურთელები მოვიდოდნენ ეგ უკვე სხვა ამბავია და ამიტომ სახელებს ნუ უყურებ ვინც მოუყვანეს
რა სახელები , მეც მაგას გეუბნები მესი და რონალდო უნდოდა მაინცდმაიანც რო რამეზე გაეკეთებინა თქო, მართლა რა შუაშია, რომელი სახელიანი სოლდადო და ეგ ფეხბურთელები არიან, მანჯუკიჩმა ევროპაზე ითამაშა მაგრად და იმიტო მოხვდა მანდ ისე არავინ არ წაიყვანდა , სოლდადო თუ სახელია იმ ფეხბურთის დედას ვტენე მე, არც მე მევასება სათავეში რო იღებენ გადაწყვეტილებას მარა არცაა ისეთი მწრთნელი რომელიც წარმატებას მიაღწევს
იფ იფ რაკაი 2იანი სოტონთან ტოტე 2.5
რაიკარდიიიიიიიიი ბიჭოოოოოოოო