ჩრდილოლონდონური დერბის ვნებათაღელვას, გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ადგილისათვის ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, დილით ინგლისურ მედიაში კიდევ ერთი მაცდური ინფორმაცია დაემატა: შუნდაყ თელეგრაპჰ-ის ცნობით, ყატარელი და არაბი ინვესტორების ჯგუფი, რომლებსაც ახლოაღმოსავლურ კონსორციუმს უწოდებენ, შეეცდება “არსენალის” მფლობელი სტენ კრუნკე სპონსორობაზე დაიყოლიოს. ისინი “მეთოფეებს” ჯერ არნახულ 1,5 მილიარდ გირვანქას სთავაზობენ, ამდენი არასოდეს არავის შეუთავაზებია ევროპული კლუბებისთვის. ოღონდ, იმ პირობით, თუ წლეულს “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. მოკლედ, დაახლოებით, “სიტისა” და პსჟ-ს ვარიანტია, ოღონდ გაცილებით მეტი ფულით. ასე რომ, ისედაც დამუხტულ სიტუაციას ესეც დაემატა.
“უაით ჰარტ ლეინი” მთელი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. ტემპი არაადამიანური იყო. “ტოტენჰემი” პირველ ნახევარში უკეთ გამოიყურებოდა და ჯამში დამსახურებულადაც გაიმარჯვა. “დეზები” განუწყვეტლივ უტევდნენ, სტუმარმა “მეთოფეებმა” კი დაცვაში კვლავ მიუტევებელი პოზიციური შეცდომები დაუშვეს და დაისაჯნენ კიდეც. პირველი ტაიმის მიწურულს, 2 წუთის ინტერვალში ბეილმა და ლენონმა ორჯერ დაამწუხრეს ვოიცეხ შჩესნი. 37-ე წუთზე გულფი სიგურდსონმა ბურთი ბრძოლაში მოიგო, სტუმართა ცენტრალურ მცველებს შორის გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გარეთ ბეილმა ანგარიში გახსნა. ეს უელსელის მე-16 გოლი გახლდათ წლევანდელ პრემიერლიგაში. მალევე უკვე სკოტ პარკერმა გაიყვანა აარონ ლენონი შჩესნისთან ერთი-ერთზე და 2:0.
მეორე ტაიმში “მეთოფეები” უკეთ გამოიყურებოდნენ, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანელმა პერ მერტესაკერმა ცოტა უცნაური თავურით ერთი ბურთი გაქვითა. დაძაბულობა ბოლო წამამდე შენარჩუნდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, “ტოტენჰემი” მე-3 ადგილზე დამკვიდრდა და “არსენალს” უკვე 7 ქულით გაუსწრო.
Aმატჩის შემდეგ “არსენალის” დამრიგებელმა არსენ ვენგერმა თქვა: “სამწუხაროა რომ დავმარცხდით. ამდენი ენერგია დავხარჯეთ და უქულოდ დავრჩით. უკვე მერამდენეჯერ გვემართება ასე. დაცვის ზონაში ეფექტურები ვერ ვართ. მაგრამ რა გაეწყობა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ჯერაც არ დაგვიკარგავს.”
ტოტენჰემი – არსენალი 2:1 (2:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 170
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, ასუ-ეკოტო, უოლკერი, ლენონი (გალასი 90+7), დემბელე (ლივერმორი 88), პარკერი, ბეილი, სიგურდსონი, ადებაიორი (დეფო 67)
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, ვერმალენი, ნაჩო მონრეალი, ჯენკინსონი (როსიცკი 60), არტეტა (პოდოლსკი 77), კასორლა, უილშირი, რემზი, უოლკოტი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ბეილი (37), 2:0 ლენონი (39), 2:1 მკერტესაკერი (51)
გაფრთხილება: ადებაიორი (19), ვერტონგენი (29), უოლკერი (90+7); რემზი (30)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 5(6)-6(4), ჯარიმა: 17-13, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-2, კუთხური: 4-6
| 1. |
მანჩესტერი |
28 |
23 |
2 |
3 |
68:31 |
71 |
| 2. |
სიტი |
27 |
16 |
8 |
3 |
50:24 |
56 |
| 3. |
ტოტენჰემი |
28 |
16 |
6 |
6 |
49:33 |
54 |
| 4. |
ჩელსი |
28 |
15 |
7 |
6 |
56:30 |
52 |
| 5. |
არსენალი |
28 |
13 |
8 |
7 |
53:32 |
47 |
| 6. |
ევერტონი |
28 |
11 |
12 |
5 |
44:35 |
45 |
| 7. |
ლივერპული |
28 |
11 |
9 |
8 |
53:34 |
42 |
| 8. |
სუონსი |
28 |
10 |
10 |
8 |
39:34 |
40 |
| 9. |
ვესტ ბრომვიჩი |
28 |
12 |
4 |
12 |
38:37 |
40 |
| 10. |
ფულემი |
28 |
8 |
9 |
11 |
39:44 |
33 |
| 11. |
სტოკი |
28 |
7 |
12 |
9 |
26:33 |
33 |
| 12. |
ვესტ ჰემი |
28 |
9 |
6 |
13 |
32:41 |
33 |
| 13. |
ნორვიჩი |
28 |
7 |
11 |
10 |
27:45 |
32 |
| 14. |
სანდერლენდი |
28 |
7 |
9 |
12 |
31:38 |
30 |
| 15. |
ნიუკასლი |
28 |
8 |
6 |
14 |
38:49 |
30 |
| 16. |
საუთჰემპტონი |
28 |
6 |
9 |
13 |
39:51 |
27 |
| 17. |
უიგანი |
28 |
6 |
6 |
16 |
33:55 |
24 |
| 18. |
სტონ ვილა |
27 |
5 |
9 |
13 |
26:52 |
24 |
| 19. |
რედინგი |
28 |
5 |
8 |
15 |
34:54 |
23 |
| 20. |
ქპრ |
28 |
3 |
11 |
14 |
21:44 |
20 |
4 მარტი: ასტონ ვილა – სიტი
ბომბარდირები:
21 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
19 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)
16 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)
სოლომონ გულისაშვილი