ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალის” მცველის – ფაბიუ კოენტრაუს შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, ინგლისელები პორტუგალიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონშიც აქტიურად ცდილობდნენ, მაგრამ კლუბები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, ლონდონელებს ტრანსფერის გაჩარხვა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი და სოლიდური თანხის გადასახდელადაც მზად არიან.
ცნობისათვის, “რეალმა” კოენტრაუ 2011 წლის ზაფხულში, 30 მილიონ ევროდ შეიძინა.