ფეხბურთი

16:37 | 20.08.2014 | ნანახია 1344 - ჯერ

“ტოტენჰემი” ფელაინითა და ერნანდესით დაინტერესდა

 

ლონდონის “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ორი მოთამაშით – ნახევარმცველ მარუან ფელაინითა და ფორვარდით ხავიერ ერნანდესით დაინტერესდა – იუწყება Caughtoffside.

აღნიშნული გამოცემის ცნობით, “ტოტენჰემი” მზადაა დუეტში 24 მილიონი გირვანქა გაიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ ლუის ვან გაალის გეგმებში არცერთი ეს მოთამაშე არ შედის, “დეზებს” ტრანსფერების განხორციელების კარგი შანსი აქვთ.

 
ირაკლი ალიმბარაშვილი



კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:20 | 20.08.2014
Paul Sch. (31)

ვერ გავიგე ჯერ ვინმე იყიდეს ეგრევე გაყიდვაზე რომ არიან გადასულები. შემზიზღდა მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკა. ვერც ახალგაზრდების შერჩევით დაიკვეხნიან

20:15 | 20.08.2014
Babajuju (2597)

ფელაინის რა გაუხურეთ საქმე. ჩიჩარიტო წაიყვანეთ თუ გინდათ. ეს თანხა კიდე მაგარი ღადავია. ბარემ ვაჩუქოთ ))

20:09 | 20.08.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

ფელაინს ხო ან ხელები უნდა ქონდეს აწეული სულ რა ჯარიმა სუდია წესები არ დამირღვევაო ან სახე უნდა ჩამოსტიროდეს

17:25 | 20.08.2014
ukleba (17336)

ქეცბას ინტერვიუა

18:10 | 20.08.2014
aristokrat-gio (678)

ამდენი ქართული სად შეაგროვა? ისე სწორს ბაზრობს, ფეხბურთი ბიზნესია და ფული თუ არ ჩადე შედეგს ვერ მიიღებ

19:21 | 20.08.2014
BEERTRANCE (97819)

და ფულის ჩადება ხო უნდა ღირდეს?

17:25 | 20.08.2014
ukleba (17336)

- საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ევროთასებზე ჩვენი გუნდების გამოსვლას?
- ჩამოვიდა აზერბაიჯანული "ნეფთჩი" და მოგვიგო, მანამდე კი "აქტობემ" "დინამო" ორჯერვე დაამარცხა. ასევე პირველ ეტაპზე გავარდნენ "სიონი" და "ზესტაფონი". ეს ლოგიკურიცაა. ყაზახეთში ყველა კლუბს სახელმწიფო 3-3 მილიონ დოლარს აძლევს, მერე თავადაც ამატებენ და ყველას სოლიდური ბიუჯეტი აქვს. "ნეფთჩი" მხოლოდ ხელფასებზე 10 მილიონ დოლარს ხარჯავს და მოგვიგებს, აბა, რა იქნება?

- "ჩიხურაზეც" ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- არა, რატომ? კარგად ითამაშა. ყოჩაღ, ფრუიძესა და ბიჭებს, ასეთი მწირი დაფინანსებით მდიდარ "ნეფთჩის" წინააღმდეგობა რომ გაუწიეს! გულიანი და თავდადებული თამაშისთვის "ჩიხურას" ჩვენგან მადლობა ეკუთვნის! მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპალიგიდან გავარდნის მეორე დღეს "ჩიხურა" ხუთმა მოთამაშემ დატოვა. ასევე მოხდა "დინამოსა" და "ზესტაფონშიც". ეს ნორმალურია?

- რა თქმა უნდა, არ არის კარგი. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
- იცით, უცნაური რა არის? ორი წლის წინ ყველას ვთხოვდი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მაინც დაეწინაურებინათ და გაეზარდათ, მაგრამ ყველა კატეგორიულ უარზე იყო. ამბობდნენ, ფულს ჩვენ ვიხდით და ფეხბურთელებსაც ჩვენი გემოვნებით და შეხედულებით ვათამაშებთო. რაში იხდიან ფულს, ახლა ყველამ დავინახეთ - კატასტროფული შედეგები გვქონდა, თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას".

არადა, ეს ის ხალხია, ვინც სახელმწიფო კომისიაში ქართული ფეხბურთის მომავალს წყვეტს. იქ არიან "დინამოს", "ზესტაფონის" და "საბურთალოს" პრეზიდენტები. ამ კლუბებს არ უჭირთ. ეს კომისია კი პრობლემების მოსაგვარებლად და გაჭირვებულების დასახმარებლად შეიქმნა და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ კომისიაში ღარიბი კლუბებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რათა ხელისუფლებამ მათი პრობლემები გაიგოს და მის მოგვარებაში დაეხმაროს. თორემ, მდიდრებს ისედაც არაფერი უჭირს.

მე ისიც მიკვირს - ნუთუ, სახელმწიფო კომისიას ჩემი აზრი არ აინტერესებს?!

- კომისიაში მუშაობას მოახერხებთ?
- სიამოვნებით ვიმუშავებდი. ან რატომ ვერ მოვახერხებ? კომისია ყოველდღე ხომ არ იკრიბება. ჩემს აზრს დაუფარავად ვიტყოდი და გამოცდილებას გავუზიარებდი... მაგრამ კიდევ კარგი, არ ვარ - ყველასთან ვერც ვიმუშავებდი.

- ეროვნული ნაკრები აგვისტოში ვერ ითამაშებს. რატომ?
- თქვეს, თითქოს, ჩვენთან თამაში არავის სურს და აგვისტოში ამხანაგურებს ამიტომ ვერ ატარებენ. სინამდვილეში, მიზეზი სულ სხვა რამ არის - უეფამ თავისი კალენდრიდან აგვისტოს თვე ამოიღო და სპარინგი რომ გაგვემართა, კლუბებს სრული უფლება ექნებოდათ, მოთამაშეები არ გამოეშვათ.

- ნაკრებისთვის რომელიმე ახალი ფეხბურთელი თუ შეიგულეთ?
- იცით, ბოლო ორი თვე რითი ვარ დაკავებული? - ნაკრების ფეხბურთელებს კლუბები რომ მოვუძებნო. ათასი ნაცნობი მყავს და სხვა გზა არ მრჩებოდა. კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება, რომ ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებისთვის კლუბს ეძებდეს, უგუნდოდ რომ არ დარჩნენ და ითამაშონ?!

ევროთასებიდან გავარდნის შემდეგ გუნდებმა ფეხბურთელები გაყარეს, მათ შორის კი ძალიან ბევრი იყო ნაკრების კანდიდატი - ლორია, კვირკველია, ხიდეშელი, მარცვალაძე, გრიგალაშვილი... სხვა რა გზა დამრჩენოდა?

ამას ხუბუტიას უგუნდობაც დაემატა და კიდევ კარგი, ისრაელის კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. მაგრამ გრიგალავა ვარჯიშობს "ანჟიში" და არ თამაშობს. ესეც მაფიქრებს - ის ხომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

- შვეიცარიაში ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ელიტრაუნდის შეხვედრებს ესწრებოდით. ამ გუნდიდან რომელიმეს მიწვევას თუ აპირებთ?
- ამ ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. პაპუნაშვილი შვეიცარიაში წავიყვანეთ, საკმაოდ პერსპექტიული ბიჭია და ვათამაშეთ კიდეც. ჩვენ გვსურს, ეს ბიჭები ეროვნული ნაკრების დონეზე გაიზარდონ და ამაში ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მაგრამ ჯერ ისეთ კონდიციებში არ არიან, რომ პირდაპირ ეროვნულ გუნდში დავაყენოთ.

- ცნობილია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე იყავით...
- დიახ, ასეა და მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი უკეთესია. შარშან საქართველოს თასის ფინალს 2 ათას მაყურებელზე ოდნავ მეტი ესწრებოდა, მაშინ, როცა რაიონებში - ზუგდიდში, მარტვილში, სამტრედიაში, ქობულეთში, ქუთაისსა და ლანჩხუთში 2 ათასი ქომაგის მისვლა ნორმაა. ანუ იქ უყვართ ფეხბურთი და რეგიონებს უნდა მივხედოთ. შენ გინდა, იმათ თამაში ავუკრძალოთ?

- არავინ უკრძალავს, მაგრამ სპორტული პრინციპი არ უნდა დავიცვათ?!
- რომელ პრინციპებზე მელაპარაკებით, როცა ფეხბურთი აღარ გვაქვს?! ამიტომ მინდა, რომ გუნდი რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს და იქნებ, მოთამაშეები გაზარდონ. სპორტული პრინციპის დაცვაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ფეხბურთს დავიბრუნებთ.

შემთხვევითი არ არის, რომ ნახევარმილიონიანმა კვიპროსმა ჩემპიონთა ლიგაში უკვე ორი გუნდი გაიყვანა, რაც ევროპის ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ახლა კი ევროთასების პლეი ოფში სამი გუნდი გავიდა. კვიპროსში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ და სახელმწიფოც ეხმარება.

- ბოლო დროს, სახელმწიფომ ფეხბურთს ყურადღება ჩვენთანაც მიაქცია...
- კარგია, მაგრამ ერთ ამბავს გაგახსენებთ. მხოლოდ ერთი ჩვენი გუნდი გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ყველამ ნახა, რამხელა ზეიმი იყო. 40 წუთი დამჭირდა, სტადიონამდე დარჩენილი 200 მეტრი რომ გამევლო, ტრიბუნები კი სრულად შეივსო. ყველამ დაინახა, რაც 7 აგვისტოს, მატჩის დღეს თბილისში ხდებოდა.

ამიტომაც მსურს, მივმართო პოლიტიკოსებს - რომელი თქვენგანი ან სხვა სპორტის სახეობის გუნდი მოახერხებს ამდენი ხალხის შეკრებას? ამიტომ, მომხდარს გათვალისწინება და გაანალიზება სჭირდება.

ილუზიებში არავინ ჩავარდეს - ფეხბურთი საქართველოში კვლავ ნომერ პირველ სახეობად რჩება. მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ამითიც გაიცნეს და ფეხბურთის სატკივარზე თვალების დახუჭვა არ შეიძლება. განავითარონ ფეხბურთი და ამით მხოლოდ ეს სახეობა კი არ იხეირებს, ქვეყანაც დიდ სიხარულსა და მოგებასაც მიიღებს. ფეხბურთი არის იმის ღირსი, მეტი ყურადღება მიაქციოს მთავრობამ, ბიზნესმა, ხალხმა და მედიამ.

რომელ ქვეყანასაც სურს თავის წარმოჩენა, უპირველესად, ამას ფეხბურთით იწყებს. ბრაზილიის მოსახლეობა 200 მილიონია, აქედან 100 მილიონი სიღატაკეში ცხოვრობს. ამის მიუხედავად, ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ 9 მილიარდი დახარჯა და არც დანანებია. რატომ?

იმიტომ, რომ ფეხბურთი ამ ქვეყნის სახეა და მისი ლამაზად წარმოჩენა სურდათ. თან, ეს ფულიც ამოიღეს და 4 მილიარდის მოგებაც ნახეს. რაც მთავარია, ქვეყანაში ულტრათანამედროვე სტადიონებიც დარჩათ, ხოლო მოგებული თანხები სოციალურად დაუცველებს მოხმარდება.

17:13 | 20.08.2014
bukiko (1046)

ჩელსთან არ მევასება ეს, რაც გოლები აქვს გატანილი ყველა ჩელსის კარში DDდდ

17:08 | 20.08.2014
ეშლი იანგი (6461)

არსად არ უნდა გადავიდნენ

17:02 | 20.08.2014
bukiko (1046)

ერნანდესი წავიდეს მანჩედან

16:54 | 20.08.2014
bagdatski3 (379)

მე მაგრად დავინტერესდი ამ კვირაში პრავის აღებით! ადმინ ესეც გამოაქვეყნე

19:21 | 20.08.2014
BEERTRANCE (97819)

DDDD

16:55 | 20.08.2014
bagdatski3 (379)

რამდენი ორღობის გაზეთი რამე სისულელეს დაწერს ყველაფერი უნდა გადმოათეთროთ?

16:46 | 20.08.2014
aristokrat-gio (678)

24 ორივეში მაგარი ცოტაა

0.120393