ლონდონის “ტოტენჰემი” ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველის – კრისტიან ერიქსენის შეძენას იმ შემთხვევაში ცდის, თუკი გარეტ ბეილი კლუბს დატოვებს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
ერიქსენს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და კლუბის გამოცვლა გადაწყვეტილი აქვს. ჰოლანდიელები საქმის კურსში არიან და დანიელის გაყიდვაზეც არ ამბობენ უარს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ერიქსენმა ერთ-ერთი რუსული კლუბის სარფიანი წინადადება უარყო.