ამსტერდამის "აიაქსის" ტექნიკური დირექტორის, მარკ ოვერმარსის განცხადებით, "ტოტენჰემმა" ჰოლანდიურ კლუბთან, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება განაახლა.
ერიქსენს "აიაქსთან" კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
"ტოტენჰემის" წარმომადგენელი უკვე აქაა და მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რაიმე სახის შეთანხმება არ მიღწეულა. ერიქსენიც აპირებს ლონდონელებთან საუბარს. თუ ტრანსფერი განხორციელდება, რა თქმა უნდა, არ გაგვიხარდება, რადგან ერიქსენი გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ჩვენ გაგვიხარდება, თუ ერიქსენი "აიაქსში" კიდევ რამდენიმე სეზონი ითამაშებს", - განაცხადა Telegraaf TV-თან საუბრისას მარკ ოვერმარსმა.
"აიაქსის" მწვრთნელ ფრანკ დე ბურის განცხადებით, ერიქსენის შემცვლელის მოძებნა გაჭირდება და მისი წასვლა, გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.
21 წლის დანიელი ნახევარმცველი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია.
გიორგი ბალახაძე