ფეხბურთი

11:23 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ჩიჩარიტოს უმიზნებს

ლონდონის “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – ხავიერ ერნანდესის შეძენითაა დაინტერესებული. The Independent-ის ცნობით, ლონდონელთა თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი კლუბის შეცვლას გეგმავს და მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მექსიკელს სწორედ ტოგოელის შემცვლელად განიხილავს.

დიდი ალბათობით, ადებაიორი კარიერას თურქულ “ბეშიქთაშში” განაგრძობს. ლონდონელები ჩიჩარიტოს გადაბირებას იანვარშივე ეცდებიან.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ხავიერ ერნანდესმა 3 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093641