ლონდონის "ტოტენჰემი" "ჩელსის" მეკარით, პიტერ ჩეხით დაინტერესდა. საქმე ის გახლავთ, რომ "მამლების" ფრანგი მეკარის უგო ლორისის მომავალს "ბარსელონას", პსჟ-ს და "რომას" უკავშირებენ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ლორისი "ტოტენჰემიდან" წასვლას დააპირებს, კლუბი პიტერ ჩეხთან აქტიურ მოლაპარაკებას დაიწყებს.
ჯერჯერობით ჩეხი მეკარის მომავალიც უცნობია. ტიბო კურტუას საკითხი "ჩელსიმ" თითქმის გადაწყვიტა. ბელგიელს ლონდონურ კლუბში პირველ ნომრად თამაში სურს და თუ ეს ასე მოხდება, პიტერ ჩეხის "ჩელსიდან" აბარგების შანსი დიდი იქნება.
32 წლის ჩეხს "ჩელსისთან" კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ეწურება და ჯერჯერობით "ტოტენჰემს" თანაქალაქელებისთვის შეთავაზება არ გაუკეთებია. რაც შეეხება ლორისს, "მამლები" მზად არიან მეკარეს 30 მილიონ გირვანქად შეელიონ.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა მილანი წამოიყვანს...
არ გვინდა შავი ხალხი მილანში
ეგრე რა
წამო მილანში
მანჩესტერის ფეხბურთელები დამატყვნევინა ერთი რას მოვიფხანდი გულსსსს სირებიიიიიი
თავისუფალი აგენტი თუა ყველა ვხვდებით სადაც გადავა...
მილანის იგულისხმე ალბათ ხომ ?