ფეხბურთი

15:48 | 16.09.2014 | ნანახია 1110 - ჯერ

“ტოსნოს” თავკაცი მარცვალაძით კმაყოფილია

“ტოსნოს” მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი ქართველი თავდამსხმელის ოთარ მარცვალაძის თამაშით კმაყოფილია.

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურში “ტოსნომ” შინ “სახალინი” 1:0 დაამარცხა და 24-ე წუთზე გამარჯვების გოლი მარცვალაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ტოსნოს” ბულგარელ თავკაცს ქართველის შესახებ ჰკითხეს. მან ხაზი გაუსვა, რომ იმ დროის განმავლობაში რაც მარცვალაძე მოედანზე იყო, 30 წლის თავდასხმელის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:59 | 23.03.2015
Nowotny (727)

კაია კაიი.
დრაკონებმა უნდა ჩაგიდოთ

0.073808
1110