ფეხბურთი

23:08 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” ქვილითაია უკაპიტნებს

საზღვარგარეთ გავლილი საკმაოდ დატვირთული მოსამზადებელი ეტაპების შემდეგ, ქუთაისის “ტორპედო” სამშობლოში დაბრუნდა და ორდღიანი შესვენების კვალად მშობლიურ ქალაქში ვარჯიშებს შეუდგა.

დღეს, ესპანელ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსას განკარგულებაში 26 ფეხბურთელი იყო, მათ შორის გუნდში ახლახანს ჩარიცხული ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელიც. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის გამოყენებით ფიზიკურ დატვირთვებს ორ-ორად დაწყვილებული ფეხბურთელების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მოჰყვა, რომელიც კარში ზუსტი დარტყმით უნდა დაბოლოებულიყო, შემდეგ კი აქცენტი სწრაფ და ორგანიზებულ შეტევებზე გაკეთდა.

გადაწყვეტილია, რომ ამიერიდან ქუთაისის “ტორპედოს“ ახალი კაპიტანი ეყოლება. ეს საპატიო სტატუსი მეკარე მაქსიმე ქვილითაიას ხვდა წილად, ვიცე-კაპიტანი კი ზაზა ჭელიძე იქნება.

XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩამდე, რომელსაც ქუთაისლები 10 აგვისტოს, საკუთარ სტადიონზე 19:00 საათზე რუსთავის “მეტალურგთან“ გამართავენ, “ტორპედო“ ვარჯიშებს ყოველდღე ჩაატარებს.

www.fctorpedo.ge

0.15278