საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტური, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შორის გამართულმა მატჩმა დაასრულა. ქუთათურებმა შინ დამაჯერებლად, 4:1 სძლიეს ვიტელებს. ჟერარდ სარაგოსას გუნდი ცხრილში მეორე ადგილზეა და ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც მარცხი არ განუცდია.
გოლები: 1:0 გიგაური (27 პენ), 1:1 ჯანელიძე (48 პენ), 2:1 კაპანაძე (53), 3:1 ფანცულაია (68), 4:1 ცინცაძე (74).
1 | დინამო | 7 | 5 | 1 | 1 | 15:5 | 16 |
2 | ტორპედო | 7 | 4 | 3 | 0 | 10:4 | 15 |
3 | ჩიხურა | 7 | 4 | 1 | 2 | 15:10 | 13 |
4 | მერანი | 7 | 4 | 0 | 3 | 10:11 | 12 |
5 | დილა | 7 | 3 | 2 | 2 | 10:8 | 11 |
6 | მეტალურგი | 7 | 3 | 2 | 2 | 7:9 | 11 |
7 | გურია | 7 | 2 | 0 | 4 | 6:9 | 9 |
8 | სიონი | 7 | 2 | 2 | 3 | 9:9 | 8 |
9 | ვიტ ჯორჯ. | 7 | 2 | 2 | 3 | 8:9 | 8 |
10 | ზესტაფონი | 7 | 2 | 1 | 4 | 6:7 | 7 |
11 | ზუგდიდი | 7 | 1 | 2 | 4 | 3:10 | 5 |
12 | სპარტაკი | 7 | 1 | 0 | 6 | 3:11 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.