ფეხბურთი

22:10 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მე-3 დღეა, ქუთაისის “ტორპედო” სლოვაკეთში იმყოფება და ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. მზადება იდეალურ პირობებში მიმდინარეობს. ჟერარდ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში მყოფი ოცივე ფეხბურთელი მწყობრშია.

ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დღეს, ქუთაისელებმაა ”ჟილინას“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაც გამართა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედომ” უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩი სლოვაკებთან 0:3 წააგო, ხვალ კი “ჟილინასთან” განმეორებითი შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

0.119041