ფეხბურთი

12:28 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” თურქეთში წასვლამდე ხონელებს დაუზავდა

თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე, ქუთაისის “ტორპედომ” თავის მოედანზე ხონის “იმერეთთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილ სპარინგში ქუთაისელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქვილითაია (კუპატაძე, 65), ტაბატაძე (პატარკაციშვილი, 83), გაბაძე, ზაზა ჭელიძე, ჩიტეიშვილი (კუსიანი, 46), ფირცხალავა (კიკაბიძე, 70), გიგაური (გოგიჩაიშვილი, 62), კუხიანიძე, ახვლედიანი (დავით ჯიქია, 46), მზევაშვილი (სულთანიშვილი, 46).

ხონელთა თავკაცმა გიორგი ხაზარაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა:

მეძველია, ტყეშელაშვილი, მანაგაძე, ხელაძე (ხაჭაპურიძე, 46), ბრეგაძე (სადილიანი, 69), გაჩეჩილაძე (დავით გოდერიძე, 60), ხვიჩია (კუხალაშვილი, 46), გიორგი გოდერიძე (ჩიხლაძე, 46), ბექა ჩხეტიანი (თამაზ ბაბუნაშვილი, 60), იაგო დეისაძე (სულაბერიძე, 65).

მატჩის 27-ე წუთზე ანგარიში ნიკა ფირცხალავამ გახსნა. 43-ე წუთზე, გურამ ხვიჩიამ თანაფარდობა აღადგინა. ზაზა ჭელიძემ “ტორპედო” 47-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო 74-ე წუთზე დავით გოდერიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

აქვე გეტყვით, რომ “ტორპედოში” დებიუტი ერეკლე სულთანიშვილს, ლუკა კიკაბიძესა და ომარ პატარკაციშვილს ჰქონდათ.


0.11225