ფეხბურთი

19:53 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” გზაგასაყართან

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი ამბავი ალბათ გორში მოხდება, სადაც ისევ ლიდერებში გარევის მსურველი “დილა” ზედიზედ 4 მატჩის წამგებ ამბიციურ “ტორპედოს” უმასპინძლებს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი შემართებით გავლენ ქუთათურები მინდორზე, მაგრამ გორელებსაც რომ უნდათ სამეულში მოხვედრა?

ასევე გამოსარჩევია ზესტაფონური მატჩი, სადაც ტოპ-ექვსეულში დაბრუნების მოსურნე მარგველები მეოთხეადგილოსან “მეტალურგს” უმასპინძლებენ.   

 

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

30 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. ბერულავა, გ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:0

“ჩიხურა” ფეხდაფეხ მისდევს ლიდერ “დინამოს,” წინა ტურში რუსთავში იგებდა, მაგრამ “მეტალურგმა” ანგარიში გაუთანაბრა (1:1). შედეგად ზემოიმერლებმა 2 ქულა დაკარგეს და ჩემპიონს კვლავ 4 პუნქტით ჩამორჩებიან. ასე რომ, “ვეტერინარებთან” ძალიან დაძაბული მატჩი ელით, ქულების დაკარგვა მათთვის აღარაფრით შეიძლება. თავის მხრივ, ”ვიტ ჯორჯიამ” გასულ კვირას ლევან კუხალეიშვილის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით “ზუგდიდს” მოუგო (1:0), მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და ახლა ზედა ექვსეულში მოხვედრაზეც აღარ იტყვიან უარს. ასე რომ…

 

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი)

30 ნოემბერი. განმუხური. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებულები: შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე, კიჭი მელიავა, პაპუნა ფონიავა (“მერანი”)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:2

მეგრულ დერბის ამჯერად აუტსაიდერები გაითამაშებენ. “ზუგდიდის” ბანაკში ამ კვირაში საინტერსო ის იყო, რომ ორი ახალი ფეხბურთელი ოფიციალურად დაიმატეს: მცველი საბა ადამაშვილი 21 წლისაა, ხოლო ნახევარმცველი ირაკლი შალიკაშვილი 23-ის, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდელთა ახლამა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისინი შესაძლოა “მერანის” წინააღმდეგაც ათამაშოს. “ზუგდიდს” წლევანდელ სეზონში ერთადერთი გამარჯვება 31 აგვისტოს აქვს მოპოვებული. მას შემდეგ კი სამი თვე გავიდა…

უკეთესად საქმე არც “მერანს” აქვს. ჭყონდიდელებმა ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩი წააგეს, ჯერჯერობით ახალი დამრიგებლის, კახა ჩხეტიანის გუნდში მისვლას შედეგი არ გამოუღია. ახლა კი ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 4 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

 

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი)

30 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, ლ. თოდრია, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:2

წინა ტურში ორივემ გაიმარჯვა. ლანჩხუთელებმა “მერანი” ალექსანდრე კოშკაძის დუბლით (1:2) დაამარცხეს, ბოლნისელებმა კი სულაც სასწაულებრივად სძლიეს “სპარტაკს.” დამთავრებადე 7 წუთი რჩებოდა და 1:2 აგებდნენ, თუმცა გიორგი კახელიშვილმა და ზვიად ლობჟანიძემ თითო გოლის გატანა მოახერხეს და ძალიან საჭირო 3ქულა ჩაიწერეს აქტივში. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გურიამ" ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, თამაშზე უარი განაცხადოს.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი)

30 ნოემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”); ლევან ხმალაძე (“დინამო”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო) 

პირველ წრეში – 0:2

კახა კაჭარავას “სპარტაკში” მისვლა იღბლიანი აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობით ცხინვალელებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს, ბოლო ადგილს დააღწიეს თავი და გასულ ტურში “სიონსაც” თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე უგებდნენ, მაგრამ უფრო გამოცდილმა ბოლნისელებმა მაინც იმარჯვეს. ლიდერმა “დინამომ” კი, რომელიც ჩემპიონატში 2 სექტემბრის შემდეგ, ანუ 10 ტურია, აღარ დამარცხებულა, წინა შეხვედრაში შინ “დილასთან” 2 ქულა დაკარგა (1:1) და ახლა საკუთარი “გლადიატორების” წინაშე ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეცდება. საინტერესოა, რომ ჯამში ამათი 18 დაპირისპირებიდან 13-ჯერ დინამოელებმა მოიგეს, 4 მატჩი ფრედ დამთავრდა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს ცხინვალელებმა.

 

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

30 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კრიჭაშვილი, მ. ბეუქლიშვილი, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:0

ტურის ცენტრალური შეხვედრაა. “დილა” შარშანდელივით ყოჩაღად ვეღარ ასპარეზობს, მაგრამ საპრიზო ადგილების მაძიებელთა შორის კვლავაც გამორჩეული ადგილი უჭირავს და ეს წინა ტურში “დინამოსთან” მატჩშიც დამტკიცდა, როცა “დინამო არენადან” ქულა წამოიღო. ასე რომ, გორელები მინდორზე 3 ქულისთვის გავლენ. ქუთაისელებს კი ყველა უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგეს და მეორედან მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ. მიჯრით წაგებები ვახსენეთ და პირველი წრის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს კრიზისი უდგას. სარაგოსამ კი თქვა, ჩავარდნები ყველას ემართება, ახლა მთავარია ერთი მატჩი მოვიგოთ, მერე ბიჭებს რწმენა დაუბრუნდებათ და ყველაფერი ისევ კარგად გაგრძელდებაო. ამიტომ, ქუთათურთათვის ეს მატჩი ერთგვარი ფინალის ტოლფასი იქნება, რომლის შემდეგაც ან აღმასვლა დაიწყება, ან ზედა ექვსეულში დარჩენა-არდარჩენის საკითხი დადგება. შეხვედრის ინტრიგას ისიც აძლიერებს, რომ ორივეს 19-19 ქულა აქვთ და ქუთათურები მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით უსწრებენ გორელებს. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)

30 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

ესეც საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს. მარგველებმა გასულ ტურში გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ამბიციებმაც გაიღვიძა. ისინი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან 5-6-ზე მდგომ “ტორპედოს” და “დილას,” ასე რომ, ტოპ-ექვსეულში მოსახვედრად და მერე საპრიზო ადგილებისთვის საბრძოლველად საკმაოდ კარგი შანსი გააჩნიათ. ამისდაკვალად, ყოველი ქულა მათთვის ახლა ძალიან ღირებულია. იგივე შეიძლება ითქვას “მეტალურგზე,” რომელმაც ბოლო 5 ტური დაუმარცხებლად განვლო და სამეულის ახლოს ტრიალებს.

 

1.

დინამო (თბილისი)

13

9

3

1

30:11

30

 

2.

ჩიხურა

13

8

2

3

28:20

26

 

3.

გურია

13

8

0

5

15:16

24

 

4.

მეტალურგი

13

6

4

3

19:17

22

 

5.

ტორპედო

13

5

4

4

17:12

19

 

6.

დილა

13

5

4

4

17:14

19

 

7.

ზესტაფონი

13

5

3

5

14:10

18

 

8.

სიონი

13

4

4

5

16:17

16

 

9.

ვიტ ჯორჯია

13

4

3

6

17:19

15

 

10.

მერანი

13

4

0

9

13:28

12

 

11.

სპარტაკი

13

3

1

9

11:19

10

 

12.

ზუგდიდი

13

1

4

8

5:19

7

 

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

7 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრე კოშკაძე (ორივე - “გურია”), ბესიკ დეკანოიძე, გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

 

http://www.fcdila.ge- ფოტო 

0.113159