ფეხბურთი

10:24 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ბათუმში დამარცხდა

23 ივლისს ქუთაისის “ტორპედო” ამხანაგური მატჩის გასამართად შერეული შემადგენლობით ესტუმრა ბათუმს და პირველ ლიგაში მოასპარეზე ადგილობრივ ს/კ “ადელთან” ამავე სახელწოდების სტადიონზე მოსინჯა ძალები.

ქუთაისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც ძირითად გუნდთან ერთად ბოლო სპარინგ-მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გასულ სეზონში “ტორპედოს” მაისური უმაღლეს ლიგაში, დუბლიორთა ტურნირზე და ჭაბუკთა ლიგაზეც მოურგიათ. პლუს, სინჯებზე მყოფებიც.

გასულ შეხვედრაში ორი გოლი გავიდა და ორივე სტუმართა კარში. ბათუმელთაგან თავი ნოდარ დავითაძემ (30-ე წუთზე) და ვაჟა ივანიაძემ (76-ეზე) გამოიჩინეს – 2:0.

“ტორპედო”: ცაბუტაშვილი, დუდუჩავა, ბერუაშვილი, ჩადუნელი, ნაცვლიშვილი, თვალავაძე, ხვიჩია, გიორგაძე, ხაბელაშვილი, ტვილდიანი, თორთლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კიკნაძე, ხარბედია, კოხრეიძე, ამბარდნიშვილი, თედიაშვილი, ბერძენაძე, გაბელაშვილი.

“ადელი”: შერვაშიძე, პაპავა, რუსია, დრიაევი, შამილაძე, ჩხიკვიშვილი, ფუტკარაძე, შონია, მიქელაძე, ღოღობერიძე, ფოფანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მჟავანაძე, ჟორდანია, ივანიაძე, კონცელიძე, ვარშანიძე, დავითაძე, ქოქოლაძე, რუხაია, კარაკულიანი.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ტორპედო“, ამჯერად პირველი შემადგენლობით, 25 ივლისს, სტუმრად “სამტრედიასთან” ჩაატარებს. შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

0.105845