თორნიკე შენგელია აგრძელებს შთამბეჭდავი თამაშის დემონსტრირებას ნბა-ს განვითარების (D) ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდმა "სპრინგფილდ არმორზმა" დღეს გამთენიისას "ერაი ბაიჰოუქსს" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 18-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვა - 130:112.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 31:37 წუთი დაჰყო. მან ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 26 ქულა (7-10 ორქულიანი, 2-4 სამქულიანი, 6-9 საჯარიმო), 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
მასპინძლებმა პირველივე წუთიდან ხელთ იგდეს უპირატესობა, საწყის მეოთხედში მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდეს და მეორე პერიოდს 10-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. "ბაიჰოუქსი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და დი ჯეი კენედის კარგი თამაშის წყალობით სხვაობა შეამცირა, მესამე მეოთხედის მიწურულს კი "კოლორადოს" კოლეჯის აღზრდილ კორი ჰიგინსის მიერ საშუალო დისტანციიდან განხორციელებული ზუსტი სროლების შედეგად წინაც გავიდა - 93:91. უკანასკნელ მეოთხედში "სპრინგფილდ არმორზის" კალათბურთელებმა დაცვაში თამაშს მოუმატეს, უკანასკნელ 12 წუთში 40 ქულა დააგროვეს, საკუთარ კალათში კი მხოლოდ 19 მიიღეს, რის შედეგადაც დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს.
"ატლანტამ" 6 მატჩიანი გასვლითი ტურნე ნეიტრალური ბალანსით დაასრულა: 3 მოგების წილ 3 მარცხი იწვნია. "დენვერთან" დაპირისპირებისას აშკარად იგრძნობოდა, რომ ჯორჯიული კლუბის კალათბურთელები გადაღლილები იყვნენ და ეპიზოდებში სისწრაფეში ჩამორჩებოდნენ მასპინძლებს. "ნაგეთსმა" პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი შესთავაზა "ჰოუქსს", რამაც აბსოლიტურად გაამართლა. ტაი ლოუსონმა და კორი ბრიუერმა სწრაფი კონტრშეტევებით გაამწარეს სტუმრები. კვლავ უფერულად ითამაშა "ატლანტას" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა, რომელმაც თამაშიდან 17 სროლა განახორციელად და მხოლოდ 6 ჩააგდო. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "დენვერმა" შედარებით თანაბარი 3 მეოთხედის შემდეგ, უკანასკნელ 12 წუთში აიწყვიტა, 23:15 მოიგო ეს მონაკვეთი და აქტივში იოლი, 16-ქულიანი გამარჯვება ჩაიწერა - 104:88.
ზაზა ფაჩულიას თავი აქილევსის მყესის მცირე ტრავმამ შეახსენა და "ქორების" ქართველ ცენტრს ამ მიზეზის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"მაიამი ჰიტმა” საკლუბო რეკორდი დაამყარა. ერიკ სპოელსტრას მიერ დამოძღვრილმა გუნდმა მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ 15 მატჩი მოიგო და 2004-05 წლებში "ჰიტის" მიერ 14-მატჩიანი მოგებათა სერიის რეკორდი დაამხო. ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შეხვედრა "მინესოტასთან" და სტუმრად 16-ქულიანი ჰანდიკაპით იმარჯვეს - 97:81. მატჩის გმირი უეიდი გახდა, რომელსაც 3 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე: 32 ქულა, 10 შედეგიანი პასი და 7 მოხსნა. ტრავმებისაგან დასუსტებულ "თიმბერვულვზში" კი 25 ქულით დერიკ უილიამსი გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ მინესოტელ “მგლებს" სხვადასხვა სახის ტრავმების გამო აკლდნენ კევინ ლავი, ნიკოლა პეკოვიჩი, ანდრეი კირილენკო, ჩაზ ბადინგერი და ბრენდონ როი.
კლივლენდი - ნიუ იორკი 97:102 (34:24, 27:25, 13:21, 23:32)
კლივლენდი: ირვინგი (22), ელინგტონი (7), სპეითსი (23), ტომპსონი (14), ჯი (10); მაილსი (11), უოლტონი (2), ლივინგსტონი (8), გიბსონი
ნიუ იორკი: უაითი (2), შამპერტი (8), ჩენდლერი (8), ენტონი (6), ფელტონი (8); პრიჟიონი (3), სტადემაირი (22), სმიტი (18), ნოვაკი (15), კიდი (12)
დენვერი - ატლანტა 104:88 (28:27, 30:23, 23:23, 23:15)
დენვერი: ლოუსონი (18), იგუოდალა (12), კუფოსი (7), ფარიდი (10), გალინარი (7); მილერი (4), ბრიუერი (22), მაკგი (9), მოზგოვი (2), ჩენდლერი (13)
ატლანტა: ტიგი (15), ჰორფორდი (18+13მ), სმიტი (15), ჯონსი (4), ტოლივერი (9); ჰარისი (11), ჯენკინსი (12), პეტრო (4), ჯონსონი
მილუოკი - იუტა 109:108 (20:24, 25:24, 30:17, 24:34, 10:9)
მილუოკი: ჯენინგსი (20+17პ), ელისი (34), სენდერსი (8+16მ), მბა ა მუტე (7), ილიასოვა (7); რედიკი (17), დანლივი (6), უდრიჰი (2), დალემბერტი (8)
იუტა: ფოი, ჯეფერსონი, მილსაპი (22+14მ), უილიამსი, უოთსონი; ბარქსი (19), ქანთერი (18), ქეროლი (13), ჰეიუორდი (13)
ნიუ ორლეანი - ორლანდო 102:105 (23:20, 23:16, 30:34, 26:35)
ნიუ ორლეანი: გორდონი (17), ვასკესი (17), ლოპესი (9), დევისი (17+15მ), ამინუ (7); ანდერსონი (13), ანრი (8), მეისონი (5), რივერსი (9)
ორლანდო: ნელსონი (15), ნიკოლსონი (8), ჰარკლსი (13), ვუჩევიჩი (9), აფლალო (26); ჰარისი (15), უდრიჰი (2), მური (7), ჰარინგტონი (10), ჯონსი
მინესოტა - მაიამი 81:97 (16:22, 27:28, 20:19, 18:28)
მინესოტა: რიდნური (9), სტიმსმა, ჟელაბალი (6), რუბიო (14), უილიამსი (25+10მ); კანინგემი (8), ბარეა (4), შვედი (13), ჯონსონი (2)
მაიამი: ჩელმერსი (4), უეიდი (32+10პ+7მ), ბოში (11), ჯეიმსი (20+10მ), ჰასლემი (2); ალენი (13), კოული (4), ანდერსენი (6), ენტონი (2), ბეტიე (3)
პორტლენდი - შარლოტი 122:105 (31:25, 37:30, 23:24, 31:26)
პორტლენდი: ლილარდი (20), მეტიუსი (14), ჰიქსონი (15), ოლდრიჯი (23+14მ), ბატიუმი (20); ლეონარდი (15), მეინორი (10), კლავერი (5)
შარლოტი: უოკერი (15+11პ), ჰენდერსონი (14), ბიიომბო (8), მალენსი, კიდ-გილკრისტი (17); სეშენსი (18), გორდონი (14), ტეილორი (4), მაკრობერტსი (9), ადრიენი (4), დიოპი (2)
გოლდენ სტეიტი - ტორონტო 125:118 (31:28, 31:26, 21:36, 42:28)
გოლდენ სტეიტი: კარი (26+12პ), ტომპსონი (22), ბოგატი (4), ლი (29+11მ), ბარნსი (12); ეზელი (2), ლენდრი (12), ჯეკი (16), გრინი, ჯეფერსონი (2)
ტორონტო: ლოური (11+11მ+9პ), დეროზანი (15), ვალანჩუნასი (3), გეი (26), ბარნიანი (26); ჯონსონი (23), როსი, ანდერსონი (9), ლუკასი (4), გრეი (1)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 61 | 47 | 14 | 6393:5840 | 0.770 |
2. | ოკლაჰომა | 59 | 43 | 16 | 6298:5744 | 0.729 |
3. | კლიპერსი | 62 | 43 | 19 | 6236:5829 | 0.694 |
4. | მემფისი | 58 | 39 | 19 | 5424:5191 | 0.672 |
5. | დენვერი | 61 | 39 | 22 | 6436:6197 | 0.639 |
6. | გოლდენ სტეიტი | 61 | 34 | 27 | 6177:6209 | 0.557 |
7. | ჰიუსტონი | 61 | 33 | 28 | 6529:6324 | 0.541 |
8. | იუტა | 60 | 32 | 28 | 5920:5923 | 0.533 |
9. | ლეიკერსი | 60 | 30 | 30 | 6138:6065 | 0.500 |
10. | პორტლენდი | 59 | 28 | 31 | 5760:5891 | 0.475 |
11. | დალასი | 59 | 26 | 33 | 5959:6053 | 0.441 |
12. | მინესოტა | 57 | 20 | 37 | 5412:5581 | 0.351 |
13. | ფინიქსი | 60 | 21 | 39 | 5673:5984 | 0.350 |
14. | ნიუ ორლეანი | 61 | 21 | 40 | 5757:5965 | 0.344 |
15. | საკრამენტო | 61 | 21 | 40 | 6009:6399 | 0.344 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 58 | 44 | 14 | 6008:5586 | 0.759 |
2. | ინდიანა | 60 | 38 | 22 | 5637:5378 | 0.633 |
3. | ნიუ იორკი | 57 | 36 | 21 | 5705:5493 | 0.632 |
4. | ჩიკაგო | 60 | 34 | 26 | 5560:5475 | 0.567 |
5. | ბრუკლინი | 60 | 34 | 26 | 5699:5695 | 0.567 |
6. | ატლანტა | 59 | 33 | 26 | 5749:5707 | 0.559 |
7. | ბოსტონი | 58 | 31 | 27 | 5575:5564 | 0.534 |
8. | მოლუოკი | 58 | 30 | 28 | 5713:5755 | 0.517 |
9. | ფილადელფია | 58 | 23 | 35 | 5334:5549 | 0.397 |
10. | ტორონტო | 61 | 23 | 38 | 5946:6057 | 0.377 |
11. | დეტროიტი | 62 | 23 | 39 | 5863:6066 | 0.371 |
12. | კლივლენდი | 60 | 20 | 40 | 5857:6067 | 0.333 |
13. | ვაშინგტონი | 58 | 19 | 39 | 5332:5531 | 0.328 |
14. | ორლანდო | 61 | 17 | 44 | 5748:6124 | 0.279 |
15. | შარლოტი | 60 | 13 | 47 | 5595:6200 | 0.217 |