კალათბურთი

11:35 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა, 11 მოხსნა და გამარჯვება "ვაშინგტონთან"

 

"ბრუკლინ ნეთსის" ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ დღეს გამთენიისას ნბა-ს კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "ნეთსმა" საკუთარ Barclays Arena-ზე "ვაშინგტონი" დაამარცხა 5-ქულიანი სხვაობით - 106:101, შენგელია კი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. თორნიკემ პარკეტზე სოლიდური დრო - 25:25 წუთი დაჰყო და საკუთარ ანგარიშზე ორმაგი დუბლიც გაიფორმა 11 - ქულა (5-13 ორქულიანი, 1-3 საჯარიმო), 11 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

პი ჯეი კარლესიმომ რეგულარული გათამაშების ბოლო მატჩებში ძირითადი ხუთეულის წევრების დასვენება გადაწყვიტა, ხოლო მათი ადგილი "ვიზარდსთან" დაპირისპირებისას სათადარიგოებმა შეავსეს.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველივე წუთებიდან ჯონ ვოლი და მისი თანაგუნდელები დომინირებდნენ. "ვაშინგტონი" დაცვაშიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და შეტევაშიც აწიოკებდა დაბნეულ მეტოქეს. ბუკერმა სამწამიან ზონაში გაილაღა, სერაფინმა და ტემპლმა არაერთი ბურთი ჩააგდეს საშუალო დისტანციიდან და პირველი მეოთხედი სტუმრებმა 13-ქულიანი სხვაობით მოიგეს - 34:21.

მეორე პერიოდში "ბრუკლინის" რიგებში მირზა ტელეტოვიჩი, თორნიკე შენგელია და ტაიშონ ტეილორი გამოჩნდნენ, მათი აქტიური თამაშის შედეგად სტუმართა უპირატესობამ დნობა დაიწყო. რაც მთავარია, თორნიკეს აღარ ეტყობოდა ის მორიდება და დაბნეულობა, რომელიც რეგულარულის საწყის მატჩებში ახასიათებდა. პირიქით - ქართველი ფორვარდი აქტიურად უტევდა მეტოქის კალათს და ცდილობდა. საკუთარ თავზე აეღო თამაში, რაც დაუფასდა კიდეც. დიდ შესვენებამდე 7:16 წუთით ადრე თოკომ ზედიზედ ორ შეტევაში იყოჩაღა და 4 ქულაც დააგროვა, მშვენიერ დახმარებას უწევდა მას ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩიც, რომელიც ახლო და შორი დისტანციებიდან სისხლს უშრობდა მეტოქეს. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, პირველი ტაიმის შემდეგ "ბრუკლინის” ჩამორჩენა მხოლოდ 6 ქულას შეადგენდა - 50:56.

მესამე მეოთხედში მასპინძელთა რიგებში ამჯერად ანდრეი ბლაჩი "აფეთქდა", რომელმაც თავის ყოფილ გუნდს შავი დღე აყარა და არაერთი სამქულიანი ჩაუგდო. შენგელია კი, თავის მხრივ, აგრძელებდა დამაჯერებელ თამაშს და უხვად აგროვებდა მოხსნებს როგორც საკუთარ ფარზე, ასევე შეტევაში. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ჯონ ვოლი "ნეთსის" სამწამიანში შეიჭრა, თუმცა იქ ქართველმა ფორვარდმა ისე დომინატურად დაუფარა, რომ როგორც მინიმუმ, კვირის ტოპ 10-ში ადგილი გარანტირებული აქვს.

უკანასკნელ 12 წუთში მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუჭირეს მარწუხებს და სათამაშო უპირატესობასთან ერთად ანგარიშში ლიდერობაც ხელში ჩაიგდეს. საფინალო სირენამდე 3:20 წუთით ადრე ჯერ თოკომ ზუსტი საჯარიმო ტყორცნით ანგარიში გაათანაბრა (96:96), მომდევნო შეტევაში კი მირზა ტელეტოვიჩმა ზუსტი სამიანით მასპინძლები უკვე წინ გაიყვანა. "ვიზარდსმა" გაიბრძოლა, ჯონ ვოლის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მარტინი მარტო დარჩა პერიმეტრზე და - 101:101. მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთზე ჯერ ისევ ბლაჩმა ჩააგდო ახლოდან, ხოლო სულ მალე ტაიშონ ტეილორმა "მკვლელი" სამიანით საბოლოო წერტილი დასვა ამ დრამატულ შეხვედრაში - 106:101, “ბრუკლინის” დამსახურებული გამარჯვება.

თორნიკე შენგელიამ ერთბაშად სამი პირადი რეკორდი დაამყარა: სათამაშო დრო (25:25 წთ), ქულები (11), მოხსნები (11).

 

ბრუკლინი - ვაშინგტონი 106:101 (21:34, 29:22, 23:21, 33:24)

ბრუკლინი: უოთსონი (11), ბრუქსი (12), ბლაჩი (20+12მ), ჰამფრიზი (20), უოლესი (2); ტეილორი (14), ტელეტოვიჩი (14), ჯოზეფი (2), შენგელია (11+11მ)

ვაშინგტონი: ვოლი (18+12პ), ოკაფორი (4), ბუკერი (16+13მ), მარტინი (14), ტემპლი (14); სერაფინი (17), ვესლი (8), სინგლეტონი (6), პრაისი (4)

 

შარლოტი - ნიუ იორკი 106:95 (30:17, 24:28, 30:22, 22:28)

შარლოტი: ვოკერი (23), ჰენდერსონი (27),ბიიომბო (10+11მ), მაკრობერტსი (10), კიდ-გილკრისტი (8); ადრიენი (4),გორდონი (2),ტეილორი (12), პარგო (5), ტომასი (5)

ნიუ იორკი: პრიჟიონი (9), შამპერტი (14), კოუპლენდი (32), ნოვაკი (17), ვაითი (15); კიდი (6), ვოლესი (2)

 

ორლანდო - ჩიკაგო 84:102 (23:21, 14:28, 18:28, 29:25)

ორლანდო: ვუჩევიჩი (17+14მ), ჰარკლესი (16), ჰარისი (20), მური (5), უდრიხი (5); ლემბი, ჯონსი (2), ოქვინი (8), ნიკოლსონი (2)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (14), ბუზერი (22), დენგი (18), ბატლერი (8),ბელინელი (16); ნოა (6), რობინსონი (2), ჰემილტონი (2), გიბსონი (12), ტომასი (2)

 

კლივლენდი - მაიამი 95:96 (22:18, 30:31, 19:31, 24:16)

კლივლენდი: ირვინგი (16), ელინგტონი (6),ზელერი (8), ტომფსონი (16+13მ), ჯი (13); ლივინგსტონი (4),ჯონსი (10), სპეიტსი (6),ვეიტერსი (16)

მაიამი: კოული (16+11მ+9პ), მილერი (11), ენტონი (11), ლუისი (19), ჰოვარდი (7); ალენი (11), ჯონსი (14), ვარნადო, ანდერსენი (7)

 

დეტროიტი - ფილადელფია 109:101 (30:23, 21:31, 33:21, 25:26)

დეტროიტი: ნაითი (12), სინგლერი (16), მონრო (27+16მ), დრამონდი (5), სტაკი (8); მიდლეტონი (10), ჯერებკო (9), ბაინამი (22), ვილიანუევა, ინგლიში

ფილადელფია: ჰოლიდეი (14), ვილკინსი (4), თ. იანგი (11), თერნერი (13), ჰოუსი (13); მოუტრი (9), რაიტი (22), ჯა.ჰოლიდეი (11), ალენი (4)

 

მილუოკი - დენვერი 111:112 (28:32, 27:24, 24:25, 34:31)

მილუოკი: ჯენინგსი (4), ელისი (38), ჰენსონი (14), მბა მოუტე (1),ილიასოვა (14); სმიტი, დანლივი (10), იუდო (10),რედიკი (20)

დენვერი: ლოუსონი (26), იგუადალა (13), კუფოსი (8), ფურნიე (12), ჩენდლერი (21); მილერი (12), ბრიუერი (5), მაკგი (10+17მ), რენდოლფი (5)

 

დალასი - მემფისი 97:103 (29:21, 17:17, 21:30, 30:35)

დალასი: მ.ჯეიმსი (14), მეიო (2), კამანი (2),მერიონი (9), ნოვიცკი (26); რაიტი (7),კარტერი (22),მორროუ (6),კოლისონი (9)

მემფისი: კონლი (6), ალენი (6), გასოლი (6), რენდოლფი (9), პრინსი (12); პოინდექსტერი (7), დაიე (6), დულინგი (13), ბეილისი (19), დევისი (11), არტური (8)

 

ოკლაჰომა - საკრამენტო 104:95 (25:19, 29:24, 29:24, 21:28)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (21), სეფალოშა (6), ტაბიტი (2), იბაკა (14), დურანტი (29); ლემბი (8), კოლისონი (2), ორტონი (10), ბრიუერი (2), ჯექსონი (10)

საკრამენტო: ტომასი (16), ევანსი (8), კაზინსი (7), ტომპსონი (7), სალმონსი (4); დაგლასი (3),ტორნტონი (6), აუთლო (15), ოლდრიხი (12), ფრედიტი (11), პატერსონი (6)

 

მინესოტა - იუტა 80:96 (18:26, 23:23, 19:22, 20:25)

მინესოტა: რიდნური (6),რუბიო (6), სტიმსმა (6), კირილენკო (7), უილიამსი (18); კანინგემი (12), ბარეა (11), შვედი (4), ჯონსონი (4),ბადინგერი (6)

იუტა: მო. უილიამსი (15), ფოი (14), ჯეფერსონი (22), მილსაპი (7), ჰეივარდი (8); ევანსი (2), ფეივორსი (12), ბარქსი (4), მა.უილიამსი (4), ტინსლი (2), კეროლი (6)

 

ფინიქსი - ჰიუსტონი 119:112 (39:28, 28:33, 23:22, 29:29)

ფინიქსი: დრაგიჩი (21+14მ), ჯონსონი (12), სკოლა (26+15მ), მარკიფ მორისი (20), ტაკერი (21); მარკუს მორისი (4), დადლი (7), მარშალი (8), ბისლი ()

ჰიუსტონი: ლინი (20), ჰარდენი (16), აშიკი (6), სმიტი (4), პარსონსი (24); ბევერლი (5), დელფინო (23), გარსია, მოტეიუნასი, ანდერსონი (2), ჯონსი (12)

 

გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 116:106 (27:28, 27:29, 28:22, 34:27)

გოლდენ სტეიტი: კარი (35), ტომპსონი (23), ეზელი (8), ლი (12+11მ), ბარნსი (11); ბაზემოური (3), ლენდრი (16), ჯეკი (6), ჯეფერსონი (2)

სან ანტონიო: ჯოზეფი (10), გრინი, ბონერი (13), სპლიტერი (8), ბლერი (14); ბეინსი (4), ნილი (25), მილსი (23), დე კოლო (9)

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა
81 60 4 2 21 8580:7819 0.741
2. სან ანტონიო
81 58 4 3 23 8353:7815 0.716
3. დენვერი
81 56 4 2 25 8586:8189 0.691
4. კლიპერსი
80 54 0 2 26 8084:7575 0.675
5. მემფისი
81 55 4 1 26 7573:7249 0.679
6. გოლდენ სტეიტი
81 46 2 2 35 8197:8135 0.568
7. ჰიუსტონი
81 45 0 3 36 8593:8304 0.556
8. ლეიკერსი
81 44 2 0 37 8282:8191 0.543
9. იუტა
81 43 3 3 38 7968:7959 0.531
10. დალასი
81 40 3 8 41 8194:8255 0.494
11. პორტლენდი
80 33 5 1 47 7830:8063 0.413
12. მინესოტა
81 30 1 1 51 7743:7950 0.370
13. საკრამენტო
81 28 0 4 53 8111:8507 0.346
14. ნიუ ორლეანი
81 27 1 3 54 7627:7932 0.333
15. ფინიქსი
81 25 3 2 56 7707:8217 0.309

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი
81 65 5 1 16 8331:7698 0.802
2. ნიუ იორკი
81 53 0 2 28 8098:7757 0.654
3. ინდიანა
80 49 2 3 31 7579:7243 0.613
4. ბრუკლინი
81 48 5 0 33 7841:7699 0.593
5. ატლანტა
80 44 4 1 36 7844:7788 0.550
6. ჩიკაგო
81 44 4 2 37 7546:7523 0.543
7. ბოსტონი
80 41 7 4 39 7728:7722 0.513
8. მილუოკი
81 37 3 3 44 8013:8142 0.457
9. ფილადელფია
81 33 2 1 48 7535:7819 0.407
10. ტორონტო
80 32 2 7 48 7744:7906 0.400
11. დეტროიტი
81 29 0 3 52 7679:8002 0.358
12. ვაშინგტონი
81 29 0 5 52 7552:7757 0.358
13. კლივლენდი
81 24 0 1 57 7815:8192 0.296
14. შარლოტი
81 20 3 1 61 7556:8320 0.247
15. ორლანდო
81 20 1 3 61 7625:8186 0.247
0.17595