ფეხბურთი

12:29 | 11.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს წელიწადს მარიუპოლში გავატარებ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მომავალ სეზონსაც მარიუპოლის “ილიჩივეცში” გაატარებს.

ამის შესახებ ქართველმა ლეგიონერმა “ილიჩივეცის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რითაც წერტილი დაუსვა გავრცელებულ ხმებს გუნდიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ.

“ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარს დავამშვიდებ - “ილიჩივეციდან” წასვლის არავითარი სურვილი არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს წელიწადს მარიუპოლში გავატარებ და შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რათა განვლილ სეზონში ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ”, - განაცხად ოქრიაშვილმა, რომელიც შეტევაში მოგებული ორთაბრძოლებითა და “გამომუშავებული” ჯარიმებით, გასულ სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში საუკეთესო იყო.

“ილიჩივეცის” ვებგვერდის ცნობით, ოქრიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. როგორც ირკვევა, სლოვენიაში შეკრებაზე მას ერთი კვირა იმიტომ არ უვარჯიშია, რომ კლუბთან თავისი ახალი კონტრაქტის დეტალებს არკვევდა.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინული მედიის ცნობით, ოქრიაშვილის საკუთარ რიგებში ხილვა ოდესის “ჩერნომორეცსა” და “სევასტოპოლს” სურდათ.



კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაგარ ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის ზუსტადაც აუცილებელია ასეთი მოთამაშე

17:36 | 30.08.2021
დიდგორელი (329)

საბა მხეცია!

ფეხბურთის სასწავლო ლიტერატურაში უნდა გქონდეს ეს კადრი.
მე მგონი "დარტყმა ტერფით" არა?!
თუ არსებობს უფრო კაი სახელი...

18:50 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტერფით ათასნაირად შეიძლება დაარტყა და არა მაინცდამაინც ისე როგორც ლობჟანიძემ დაარტყა : ))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07003