ფეხბურთი

17:49 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “მეტი შემიძლია”

“გენკის” ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიის იუპილერ ლიგაში დებიუტის მერე, voetbalkrant.com-თან საუბარში განაცხადა, რომ უფრო მეტი შეუძლია.

22 წლის ფეხბურთელის “სერკლთან” დებიუტი “გენკის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა პიერ დენიემ დადებითად შეაფასა: “მან თავისი კლასი აჩვენა”.

თავად ოქრიაშვილმა, რომელმაც ბელგიური გამოცემის ცნობით ინგლისური კარგად არ იცის და თარჯიმნის დახმარება სჭირდება, შემდეგი აღნიშნა:

“კარგია, რომ 3 ქულა არ დავკარგეთ. მეტოქეზე უფრო მეტი მომენტი შევქმენით და ინიციატივას ვფლობდით. ასეთ დროს რომ ვერ იგებ, იმედგაცრუებული ხარ. მე ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია ”.

რაც შეეხება მოედანზე მბოიოსთან ურთიერთგაგებას, ამის შესახებ ქართველმა ასეთი რამ თქვა:

“ჩვენ ერთად მხოლოდ რამდენიმე დღე ვივარჯიშეთ. შესათამაშებლად ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს. მბოიოს ბევრი კარგი თვისება აქვს და ერთად ბევრს შევძლებთ”.  

გარდა ამისა, ოქრიაშვილმა თქვა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, ბელგიის ჩემპიონატში მოედანზე მეტი სივრცეა და ბურთის კონტროლიც შედარებით იოლია. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ამპლოდისმენტებით შეხვდნენ და მის სახელს სკანდირებდნენ. ოქრიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თავი როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძნო.

0.127067