ფეხბურთი

17:16 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “მე-3 ადგილი დიდი წარმატება იქნება”

მარიუპოლის “ილიჩივეცის” შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის აზრით, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მე-3 ადგილის დაკავება დიდი წარმატება იქნება.
“შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლას? მოდი, რეალისტები ვიყოთ. ჩვენ პატრიოტები ვართ და უზომოდ გვინდა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა. თუმცა, ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, როდესაც მეტოქეობა ესპანეთთან და საფრანგეთთან გვიწევს? მე-3 ადგილი დიდი წარმატება იქნება.
რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ქართველი გულშემატკივრები ეროვნული გუნდის წარმატებას ელიან. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი გვყავს. იმედია, რომ მომდევნო ჯერზე კენჭისყრაში გაგვიმართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბებში კარგად უნდა მოვემზადოთ და საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ”, – იუწყება ოქრიაშვილის სიტყვებს “ილიჩივეცის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.112317